შეთანხმების იმპლემენტაცია გარკვეულ ეტაპებს გაივლის. პირველ რიგში ეს იქნება რეფერენდუმი - პოდოლიაკი უსაფრთხოების გარანტიებზე

გამოქვეყნდა:

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის დასრულების შემდეგ, უკრაინის დელეგაციის წევრმა და პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა:

"ყველამ იცის რომ უკრაინა რუსეთისგან განსხვავებულად მოქმედებს. ჩვენთვის მთავარია რომ ქვეყანა საზოგადოებას ესაუბროს. ჩვენს გვაქვს გარკვეული პოზიტივი იმ პოზიციებთან რომელსაც ვაჟღერებთ. ახალი შეთანხმების მიხედვით განსხვავებული ურთიერთობა გვექნება იმ ქვეყნებთან, რომელიც უსაფრთხოების გარანტორები იქნებიან. ამასთან, ამ შეთანხმების იმპლემენტაცია გარკვეულ ეტაპებს გაივლის. პირველ რიგში ეს იქნება რეფერენდუმი სადაც ჩვენი მოქალაქეები თავის პოზიციას დააფიქსირებენ, შემდეგ გარანტორი ქვეყნებისა და უკრაინის პარლამენტის მიერ მისი რატიფიცირება მოხდება. ეს მნიშვნელოვანია. ეს მოგვცემს გარანტიას რომ შეთანხმება იმუშავებს. 
რაც შეეხება ყირიმს, ეს ახალი გარანტიების დამატებითი პუნქტი იქნება, რაც გულისხმობს რომ ჩვენ დავუბრუნდებით 2015 წლის მოლაპარაკებების ფორმატს. 
ცალკე პუნქტი დაეთმობა საკითხს, რომლის მიხედვითაც, უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესში ყირიმის პრობლემის მოსაგვარებლად სამხედრო ძალებს არ გამოიყენებენ. რაც შეეხება დონბასს, ეს საკითხი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებებზე იქნება განხილული." თქვა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, უკრაინამ დაასახელა უსაფრთხოების გარანტიების პირობები და გარანტორი ქვეყნები.

იხილეთ ასევე:

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი