Human Rights Watch რუსი სამხედროების მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ომის დანაშაულის რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირა ჩერნიგოვის, ხარკოვისა და კიევის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საუბარია გაუპატიურების, სიკვდილით დასჯის შემთხვევებსა და სხვა სახის ძალადობებზე. ჯარისკაცები ასევე მონაწილეობდნენ სამოქალაქო ქონების, მათ შორის საკვების, ტანსაცმლისა და შეშის ძარცვაში.

"საქმეები, რომლებიც ჩვენ დავაფიქსირეთ, წარმოადგენს აუწერელ, მიზანმიმართულ სისასტიკეს და ძალადობას უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. გაუპატიურება, მკვლელობა და სხვა ძალადობრივი ქმედებები რუსული ძალების ტყვეობაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ უნდა იქნას გამოძიებული, როგორც ომის დანაშაული", - ამბობს, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი, ჰიუ უილიამსონი.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილე ჯარისკაცებმა ომის დანაშაული ჩაიდინეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი