არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად შორს გაცურავთ იახტით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პასუხი გაგებინოთ - აშშ-ის გენ. პროკურორი რუსებს

გამოქვეყნდა:

პროკურორები უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების მტკიცებულებებს აგროვებენ. ამერიკის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, ამ კვირაში იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ევროპელ და უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრა უკვე გამართეს.

დაწყებულია მუშაობა ერთიან გეგმაზეც, რომლითაც უკრაინის გენერალურ პროკურორს დაეხმარებიან.

"ქვას ქვაზე არ დავტოვებთ და გამოვიძიებთ, დავაპატიმრებთ და სასამართლოს გადავცემთ იმ პირებს, ვისი დანაშაულებრივი ქმედებებიც რუსეთს აძლევს საშუალებას უკრაინაში უსამართლოომი აწარმოოს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდ მანძილზე გაცურავთ თქვენი იახტით, ან დამალავთ აქტივებს. შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო ყველა საშუალებას გამოიყენებს, რომ გიპოვოთ, ხელი შეუშალოს თქვენს შეთქმულებებს და პასუხი გაგებინოთ. იუსტიციის დეპარტამენტს ომის დანაშაულების ჩამდენების პასუხისგებაში მიცემის ხანგრძლივი ისტორია აქვს. დღეს, ჩვენ ვეხმარებით საერთაშორისო ძალისხმევას, გამოვავლინოთ და პასუხი ვაგებინოთ მათ ვინც უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეზე პასუხისმგებლები არიან", - თქვა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდიმ.

მერიკ გარლანდი ამბობს, რომ  რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულების პროცესს მკაცრად გააკონტროლებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი