"ბაიდენის განცხადება არ არის საკმარისი არც ჩემთვის და არც მაკრონისთვის" - კობახიძე კითხვაზე, არის თუ არა რუსეთის ქმედებები გენოციდი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ პასუხობს კითხვას - არის თუ არა გენოციდი უკრაინაში რუსეთის ქმედებები და ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობასაც არ აქვს.

კობახიძემ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება მოიშველია და თქვა, რომ ემანუელ მაკრონმა გენოციდთან დაკავშირებული განცხადების გამო, თეთრი სახლის ლიდერი, ჯო ბაიდენი გააკრიტიკა.

"ჯერჯერობით ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია არც საერთაშორისო თანამეგობრობას არ აქვს. გახსოვთ თქვენ, დღეს იყო მაკრონის კრიტიკული განცხადება ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ჩვენ ვიყავით საჩივრის თანაავტორი ჰააგაში. დაველოდებით შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და როცა იქნება სამართლებრივი შეფასებები, ამის შემდეგ შეიძლება მოხდეს ჩემი მხრიდან პოლიტიკური შეფასება", - ამბობს კობახიძე.

კითხვას, არის თუ არა საკმარისი მისთვის ამ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილი, "ოცნების" თავმჯდომარემ ასე უპასუხა: "რა თქმა უნდა არ არის საკმარისი არც ჩემთვის და არც მაკრონისთვის".

ასევე იხილეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი