ცნობილია საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება

გამოქვეყნდა:

ცნობილია საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც უახლოეს დღეებში უკრაინაში ჩავა. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია - "ნაციონალური მოძრაობა" არ იქნება. 

სხვა საპარლამენტო პარტიებიდან დელეგაციაში შევლენ:

  • "ქართული ოცნება" - არჩილ თალაკვაძე; ბექა ოდიშარია; დავით სერგეენკო;
  • "სტრატეგია აღმაშენებლის" ჯგუფიდან - ხათუნა სამნიძე;
  • "ლელო" - ანა ნაცვლიშვილი;
  • "გირჩი" - ვახტანგ მეგრელიშვილი;
  • "საქართველოსთვის" - გიორგი ხოჯევანიშვილი.

დელეგაცია უკრაინაში, სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ წავა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი