აშშ ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინამ მიიღოს ის, რაც მას სჭირდება - ოსტინი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, ომის განვითარებიდან გამომდინარე და ნაწილობრივ იმის გამო, რომ ახლა აქცენტი უკრაინის აღმოსავლეთით არის გადატანილი, უკრაინის საჭიროებები იცვლება.

"უკრაინას სჭირდება რაკეტა, რომელიც შორ მანძილზე ისვრის. თქვენ იცით, რომ მათ ასევე სჭირდებათ ტანკები და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ გავუწიოთ მათ ისეთი სახის მხარდაჭერა, მივაწოდოთ ისეთი ტიპის საარტილერიო და საბრძოლო მასალა, რომელიც ეფექტური იქნება ბრძოლის ამ ეტაპზე",- თქვა ოსტინმა. 

ასევე ოსტინის თქმით, მან დაინახა ნიშნები, რომ ბევრი ქვეყანა აპირებს უკრაინას მიაწოდოს დამატებითი საბრძოლო მასალა და ჰუბიცები.

"ასე რომ, ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალური გავაკეთოთ, რაც შეიძლება სწრაფად, რომ მათ მიიღონ ის რას სჭირდება",- თქვა მან.

ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და თავდაცვის მდივნები უკრაინაში გუშინ, 24 აპრილს ჩავიდნენ, ისინი კიევში პრეზიდენტ ზელენკის შეხვდნენ. ომის დაწყების დღიდან ეს უკრაინაში შეერთებული შტატების ოფიციალური პირების პირველი ვიზიტია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი