
საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრი კასიანოვი ამბობს, რომ უკრაინა გაკვირვებით უყურებს საქართველოში მიმდინარე შიდა დისკუსიებს "ომის პარტიებზე" და "საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე".
"ჩვენ ძალიან გაკვირვებით ვუყურებთ საქართველოში ამ შიდა დისკუსიებს, რომლებიც ეხება ომის პარტიებს და მეორე ფრონტის გახსნას. ჩვენ გვიკვირს, ვინადან უკრაინამ არ დაიწყო ომი რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენ თავს დაგვესხა რუსეთის ფედერაცია. ჩვენ გვიკვირს, იმიტომ რომ უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სხვა პარტია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ გამარჯვების პარტია, ამას ყოველდღე აჩვენებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები, ასევე უკრაინელი ხალხი, რადა, უკრაინის პრეზიდენტი", - განაცხადა კასიანოვმა.
კასიანოვმა უპასუხა კითხვას ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ ზელენსკიმ ქართველი ჟურნალისტის კითხვას ამ საკითხზე ამომწურავი პასუხი გასცა.
ასევე იხილეთ: