დღეს კიევში კონკრეტული მესიჯით ჩამოვედით. უკრაინა ევროპული ოჯახის წევრი უნდა გახდეს - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პრეზიდენტ მაკრონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. შოლცის თქმით, ევროპულ საბჭოში ერთიანი პოზიციით წარდგება და მხარს დაუჭერს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას.
შოლცს საქართველო არ უხსენებია.
"პარტნიორებთან ერთად კიევში ჩამოვედი რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ერის მიმართ. დღეს რუსეთი ევროპაში საზღვრების შეცვლას ცდილობს, რასაც არ შევეგუებით. მხარს ვუჭერთ უკრაინის მიერ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვას. გერმანია უკრაინას შეიარაღებით ეხმარება. დღეს კიევში კონკრეტული მესიჯით ჩამოვედით. უკრაინა ევროპული ოჯახის წევრი უნდა გახდეს. ევროპული გზაზე სამოძრაოდ და ევროკავშირში გასაწევრიანებლად მთავარია, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება. ევროპულ საბჭოში ერთიანი პოზიციით წარვდგები და უკრაინას მხარს დავუჭერ. ეს ეხება მოლდოვასაც. ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელია დემოკრატიული სახელმწიფო სადაც კანონის უზენაესობა დაცულია. ეს ის კრიტერიუმებია რაც ევროპულ ქვეყნებს აერთიანებს და სხვა ქვეყნებისგან განგვასხვავებს." თქვა შოლცმა.
უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტიც.
იხილეთ ასევე: