კანდიდატის სტატუსზე განცხადება უკრაინის გარდა, მოლდოვამ და საქართველომაც გააკეთეს, გადაწყვეტილებას მომავალ კვირას გავიგებთ - რუმინეთის პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

რუმინეთის პრეზიდენტმა, რომელიც უკრაინაში, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან ერთად იმყოფება, ამბობს, რომ დღეს გადამწყვეტი მომენტია, რომელიც სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს და მოქმედებებს საჭიროებს. კლაუს იოჰანისის თქმით, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება მომავალ კვირას გახდება ცნობილი: 

"რუმინეთი როგორც ევროკავშირისა და ნატოს ღირსეული პარტნიორი, როგორც უკრაინის მეზობელი, ამ ქვეყანას  მხარს ვუჭერთ. მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპული ადამიანების, დანგრეული სკოლებისა და საავადმყოფოების, ასევე ამ ლაჩრული ომის გამო. რუსეთის აგრესია უნდა შევაჩეროთ. მხარს ვუჭერთ ყველა სამხედრო დანაშაულების გამოძიებას და დამნაშავეების შესაბამის დასჯას.  რუსეთის მიერ დანგრეული ქალაქები უნდა აღვადგინოთ. რუმინეთი აგრესიის პირველივე დღიდან უკრაინის გვერდზე დგას. ჩვენ ერთიანები ვართ. ევროკავშირმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს. დღეს გადამწყვეტი მომენტია, რომელიც სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს და მოქმედებებს საჭიროებს. ევროკავშირში გაწევრიანებისა  და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე განცხადება, უკრაინის გარდა, მოლდოვამ და საქართველომაც გააკეთეს. ამ განცხადებებზე გადაწყვეტილებას მომავალ კვირას გავიგებთ." განაცხადა კლაუს იოჰანისმა პრეზიდენტ ზელენსკისთან ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი