რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამტკიებს, რომ მზად არიან ევროპა ენერგეტიკული რესურსებით მოამარაგონ. ამ თემაზე მან რუსეთის ენერგეტიკის კვირეულის საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სესიაზე გამოსვლით დროს ისაუბრა.

მისი თქმით, მიწოდება შესაძლებელია "ჩრდილოეთ ნაკადის" გადარჩენილი ხაზის გასწვრივ. მან ენერგორესურსებზე ფასების ზრდაში დასავლეთი დაადანაშაულა:

"რუსეთი მზად არის ამ მიწოდების დასაწყებად, ბურთი, როგორც ამბობენ, ევროკავშირის მხარესაა.
თუ მათ სურთ, ონკანი გააღონ და მორჩა. არავის არაფერში არ ვზღუდავთ და მზად ვართ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მივაწოდოთ დამატებითი მოცულობები. [....]

ფასების ზრდა არ არის დაკავშირებული "სპეციალურ ოპერაციასთან", დამნაშავე დასავლეთის პოლიტიკაა", - თქვა პუტინმა.

მისივე თქმით, "ჩრდილოეთის ნაკადის" მილსადენი არ არის პოლიტიკური და ეს "სუფთა კომერციული პროექტია". პუტინი ამბობს, რომ Nord Stream ხაზების შეკეთება შესაძლებელია, მაგრამ ამას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, დასავლეთი უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.

ცნობისთვის, პუტინი წლებია ენერგორესურსებს, მათ შორის გაზსა და ნავთობს ევროპის დასაშანტაჟებლად იყენებს.  სექტემბრის ბოლოს, ბალტიის ზღვის ქვეშ მდებარე Nord Stream 1-ისა და Nord Stream 2-ის მილსადენებში გაჟონვა მოხდა. ევროპის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა Nord Stream-ის მილსადენებზე მომხდარი გაჟონვის ადგილის მახლობლად, ორშაბათს და სამშაბათს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები დააფიქსირეს. პუტინმა კი მომხდარში დასავლეთი დაადანაშაულა და თქვა, რომ მომხდარ ინციდენტს საერთაშორისო ტერორისტული აქტია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი