უკრაინისთვის 61 მილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცებას, ევროპელი ლიდერები მიესალმებიან | გამოხმაურებები

გამოქვეყნდა:

უკრაინისთვის 61 მილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცებას, ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან და დადებითად აფასებენ:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი X-ზე წერს, რომ ამერიკის ეს ნაბიჯი მკაფიო გზავნილია კრემლისთვის - "მათ, ვისაც სჯერა თავისუფლებისა და გაეროს წესდების, გააგრძელებს უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერას." წერს მიშელი.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი

"მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის აბსოლუტურ პოზიტიურ მხარდაჭერას. უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ყველა სახის მხარდაჭერას იმსახურებს. ახლა ჩვენ ვთხოვთ აშშ-ის სენატს, რაც შეიძლება სწრაფად დაუჭიროს მხარი კანონპროექტს, რადგან ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია. ტრანსატლანტიკური ალიანსის მოკავშირეები გაერთიანებულნი არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად." 

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი:

"მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის  კენჭისყრას. უკრაინას ექნება ტრანსატლანტიკური მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება რუსეთის 
 აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად."

მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ:

"მივესალმები აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცებას. ეს გადამწყვეტი მხარდაჭერა გააძლიერებს უკრაინას აგრესიის წინააღმდეგ და გააძლიერებს რეგიონულ უსაფრთხოებას."

20 არილს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. პროექტს მხარი დაუჭირა კონგრესის ქვედა პალატის 311-მა წევრმა, წინააღმდეგი კი 112 წავიდა. 

პროცედურულად კანონპროექტი ახლა სენატმა უნდა მიიღოს, რის შემდეგადაც მას ხელი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს. ბაიდენმა უკვე მიმართა სენტს, დროულად გადაუგზავნოს დოკუმენტი. 

დახმარების პაკეტის დამტკიცებისთვის, აშშ-ის კონგრესს მადლობას უხდიან უკრაინის ხელისუფლების პირველი პირები:



 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი