საერთაშორისო ძალისხმევა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჩაიშალა - ფაშინიანი

გამოქვეყნდა:

სომხეთის პრემიერ-ინისტრის ნიკოლ ფაშინიანის აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჩაიშალა. ამის შესახებ მან განცხადება საკუთარ twitter-ზე გამოაქვეყნა და აზერბაიჯანი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში დაადანაშულა. 

"მინდა განვაცხადო, რომ საერთაშორისო საზოგადოების, ამჯერად შეერთებული შტატების შუამავლობით განხორციელებული ძალისხმევა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ჩაიშალა. აზერბაიჯანის მხრიდან უწყვეტი დაბომბვის შედეგად, დღეს არცხაში ( ყარაბაღში) მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და დაიჭრა", - წერს ნიკოლ ფაშინიანი.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, აშშ-ში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში ამ დრომდე გრძელდება. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაახლოებით 5 წუთში დაირღვა.

აშშ-ს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში დღეს დილიდან, ადგილობრივი დროით 08:00-დან უნდა შესულიყო, თუმცა, აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით,  08:05-ზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ლაჩინის რეგიონის სოფელ საფიანში ცეცხლი გახსნეს.

მოგვიანებით, საბრძოლო მოქმედებები კიდევ 10 რეგიონში განახლდა. მათ შორისაა: თოვუზის, გადაბაის, დაშკესანის, ბერდის, ჩამბარაკის, ვარდენისის, ტარტარის, აღდამის, ფიზულისა და გუბადლის რეგიონები.

შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. დაიბომბა დასახლებული პუნქტები. 

სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტაზე უკვე სამჯერ, 10 , 18 და 25 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი