საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი Twitter-ზე ორ ენოვან პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ "ქართლმცა ოცნებამ" დემოკრატიის ტესტი ჩააგდო - "ნუ ჩამოშლით სახელმწიფოს, დაიწყეთ მოლაპარაკებები, ახლა!" - წერს გიორგი მარგველაშვილი
შეგახსენებთ, საპარალამენტო არჩევნები, რომელსაც ძირითადი ოპოზიცური პარტიები ბოიკოტს უცხაადებენ, 31 ოქტმბერს გაიმართა.
დღესვე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი. პარტიები თანხმდებიან, რომ არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს და საკუთარ მანდატებზე უარს ამბობენ.
მიმდინარე პროტესტისა და აქციების მიუხედავად კი, საქრთველოს მეხუთე პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეს მადლობას უხდის "სამაგალითო და დემოკრატიული არჩევნებისთვის".
სალომე ზურაბიშვილსგან განსხვავებით კრიტიკულია სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია, "ცესკოს" მოუწოდებს, შექმნას ზეწოლისგან თავისუფალი, საქმიანი და ეთიკური სამუშაო გარემო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის.ომბუდსმენის ინფორმაციით, საჩივრების განხილვის დროს, დამკვირვებლების მიმართ, ადგილი აქვს შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას, რაც, ხშირ შემთხვევაში, დამაშინებელ გარემოს ქმნის.
აქვე, თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართა. აქცია გაიმართა დღეს ცესკოს შენობასთანაც. მოქალაქეები წართმეულ საარჩევნო ხმებს აპროტესტებენ. მათ ქვებით რკინის იმ ჯებირებს ურტყეს, რომელიც მათ წინ პოლიციამ აღამრთა, მაშინ, როცა ცესკოს თავმჯდომარე შეხვედრას არასამთავრობო სექტორთან და დიპლომატიურ კორპუსთან მართვდა. "ცესკოს" თავმჯდომარემ თქვა, რომ "ცესკოსთან" მიმდინარე აქციის მიზანი შეხვედრის ჩაშლა და აქტივისტების მიზანი "ცესკოს" ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლაა.
კვირას, 8 ნოემბერს კი, გაერთიანებული ოპოზიცია და ყველა ის პარტია, რომელმაც საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა, აქციას გეგმავს დედაქალაქის ცენტრში.