ხალხი, ვისაც ოპოზიციის პარლამენტში შესვლა უნდა, პარლამენტს აღიქვამს, როგორც მულიენ რუჟს - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის პარლამენტში შესვლა/არშესვლასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ეხმაურება და Facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს:  

ხალხი, ვისაც ოპოზიციის პარლამენტში შესვლა უნდა, პარლამენტს აღიქვამს, როგორც მულიენ რუჟს და იუმორინას, სადაც ჭკვიანი და ენამახვილი ოპოზიციონერები პერიოდულად დაასხამენ ხოლმე იდიოტ ქოცებს და ამით გვამხიარულებენ და გულებს დაგვფხანენ. ოღონდ, ყველა გადაწყვეტილებას მაინც ქოცები მიიღებენ, ქვეყანას კიდევ უფრო გააპარტახებენ, კიდევ უფრო დაამშევენ, კიდევ მეტ ფულს მოიპარავენ, კიდევ მეტ მოწინააღმდეგეს დაიწერენ,  და არანაირი კომპლექსი, როგორც აქამდე არ ქონიათ, ისე არც ახლა ექნებათ არც ამ საშნელებების კეთბის და არც ოპოზიციის მხრიდან მათი გაბანძების. 
ხოდა, ცირკის აბონემენტი რომ იყიდოთ და პერიოდულად გაერთოთ ხოლმე, არ ჯობია, მაგ სულელურ მსჯელობებს პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე და სრული უვიცობის გამომჟღავნებას პარლამენტის როლის და რაობის შესახებ?
დადუმდებოდეთ მაინც და ეგ იქნებოდა თქვენი სიბრძნე" - წერს ნიკა გვარამია

შეგახსენებთ, საპარალამენტო არჩევნები, რომელსაც ძირითადი ოპოზიცური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ, 31 ოქტმბერს გაიმართა. 

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი. პარტიები თანხმდებიან, რომ არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს და საკუთარ მანდატებზე უარს ამბობენ

მიმდინარე პროტესტისა და აქციების მიუხედავად კი, საქრთველოს მეხუთე პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეს მადლობას უხდის "სამაგალითო და დემოკრატიული არჩევნებისთვის"

სალომე ზურაბიშვილსგან განსხვავებით კრიტიკულია სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია, "ცესკოს" მოუწოდებს, შექმნას ზეწოლისგან თავისუფალი, საქმიანი და ეთიკური სამუშაო გარემო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის.ომბუდსმენის ინფორმაციით, საჩივრების განხილვის დროს, დამკვირვებლების მიმართ, ადგილი აქვს შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას, რაც, ხშირ შემთხვევაში, დამაშინებელ გარემოს ქმნის. 

აქვე, თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართა. აქცია გაიმართა  ცესკოს შენობასთანაც. მოქალაქეები წართმეულ საარჩევნო ხმებს აპროტესტებენ. მათ ქვებით რკინის იმ ჯებირებს ურტყეს, რომელიც მათ წინ პოლიციამ აღამრთა, მაშინ, როცა ცესკოს თავმჯდომარე შეხვედრას არასამთავრობო სექტორთან და დიპლომატიურ კორპუსთან მართვდა. "ცესკოს" თავმჯდომარემ თქვა, რომ "ცესკოსთან" მიმდინარე აქციის მიზანი შეხვედრის ჩაშლა და აქტივისტების მიზანი "ცესკოს" ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლაა.

კვირას, 8 ნოემბერს კი, გაერთიანებული ოპოზიცია და ყველა ის პარტია, რომელმაც საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა, აქციას გეგმავს დედაქალაქის ცენტრში

გაყალბებული ოქმები (განახლებადი) იხილეთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი