თავისუფლება ჩვენი ხვედრია და არა რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცეული ივანიშვილის - ხატია დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ოპოზიციის წევრები ერთიანი იდეისთვის - ბედნიერი, განვითარებული და წარმატებული საქართველოსთვის - იბრძვიან. მისი თქმით, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველი ხალხის ხმა მოიპარა, მაგრამ ოპოზიცია მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებებისა და მომავლის დასაცავად უკან დახევას არ აპირებს.

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი მიზანია, დაინიშნოს "ცესკოს" ახალი ადმინისტრაცია და ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს.

"თავისუფლება ისეთი ადამიანების ხვედრია, ვისაც დღეს საქართველო ივანიშვილის გარეშე უნდა. თავისუფლება ჩვენი ხვედრია და თავისუფლება ივანიშვილის ხვედრი არ არის, ის რუსეთის გავლენას ემსახურება", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციის უკან მმართველი პარტიის მიერ დაჭერილი, რეპრესირებული ადამიანები დგანან.

"ჩვენ უკან არიან დაჭერილი, რეპრესირებული ადამიანები. გუშინ დაიჭირეს კიდევ ორი ადამიანი", - თქვა დეკანოიძემ. 

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებს მოქალაქეები რეგიონებიდანაც უერთდებიან - მათ შორის, იმერეთიდან და შიდა ქართლიდან. დედაქალაქში მარნეულიდანაც ჩამოვიდნენ.  

თბილისის პარალელურად, საპროტესტო აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს.

თბილისში შეკრებილ მოსახლეობას უკვე მიმართეს ელენე ხოშტარიამ, გრიგოლ ვაშაძემ, დავით ბაქრაძემ, მამუკა ხაზარაძემ, შალვა ნათელაშვილმა, ალეკო ელისაშვილმა,  გიორგი მარგველაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი