ნიკა გვარამია Facebook-ზე თეა წულუკიანს პასუხობს. "მთავარი არხის გენერალური დირექტორი, თვლის, რომ "სტრასბურგის სასამართლოს მოუწევს პასუხის გაცემა, როგორ, რატომ და რა ფორმით ჩარია უკანონოდ ორ სუბიექტს შორის დავაში მესამე დაინტერესებული მხარე."
იუსტიციის ყოფილა მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ რუსთავი 2-ის ეთერში, რუსთავი 2-ზე საუბრისა თქვა, რომ მათ დაუბრუნეს ტელევიზია ამჟამინდელ რუსთავი 2-ელებს - "თქვენ ჩვენ დაგიბრუნეთ ის, რაც გეკუთვნოდათ".
"ზოგიერთის სისულელე ბრალდებების მიუხედავად, მე არასდროს მითქვამს, რომ ბიძინამ იყიდა სტრასბურგის სასამართლო. მაგრამ, აგერ, ეთერში, თეა წულუკიანი ცდილობს ამის დამტკიცებას და რ2ის მიმტაცებლებისთვის ამის დაყვედრებას. წლები რომ იძახდნენ, ჩვეულებრივი დავაა ორ სუბიექტს შორის, ჩვენ რა შუაში ვართო, ისტერიკა დამართულმა წულუკიანმა, ხო არ გეჩვენებათ, რომ ვინმემ დაგიბრუნათ რ2, თუ არა ქართულმა ოცნებამო და იუსტიციის სამინისტროს ლომის წილი აქვს ამაშიო.
ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს მოუწევს პასუხის გაცემა, როგორ, რატომ და რა ფორმით ჩარია უკანონოდ ორ სუბიექტს შორის დავაში მესამე დაინტერესებული მხარე."- დაწერა ნიკა გვარამიამ
ნიკა გვარამიას წულუკიაინის იმ პასაჟსაც გამოეხმაურა, სადაც მან, ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის ფარულ მიყურადებაზე, საკუთარი თმენის ვალდებულებასა და სალომე ზურაბიშივლზე ისაუბრა:
ნუ თვალთვალს რომ თურმე ვიგონებ და ამ დროს ხან ჩემი ფარული ჩანაწერები საჯაროვდება და ხან ჩემი ცოლის და შვილის გადაადგილების ვიდეოს მიგზავნიან, ეს არაფერი.
და ბოლოს, მოისმინეთ ახალი მუქარა: 09:52დან ტექსტი "მე კიდევ სხვა რაღაცეებს ვიტყვი, თუ ისინი არ გაჩერდებიან". მიდით, აბა თქვენ იცით, ვნახოთ ვინ მოგკითხავთ პასუხს ამ ღიად რეპრესიული ეთერისთვის.
ps ხო მართლა, არასდროს წულუკიანის ოჯახში, არც მშობლებთან და არც ბავშვებთან, არ შევვარდნილვართ. ამის არც ერთი მაგალითი არ არსებობს. ტყუის, როგორც ყველაფერ დანარჩენს.
pps საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოს პირველი რუსეთის რეზიდენტი პრეზიდენტია. და "ომი საქართველომ დაიწყოს" მთქმელზე ყველაფერს ვიტყვი, რაც მომესურვება, თან ჩემ პირად ფბ სივრცეში, მით უმეტეს.
შეგახსნებთ, თეა წულუკიანმა "ოცნების" პროკურატურის მხრიდან შანტაჟსა და დევნასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებებს მან "გაბომჟებული საცოდაობა" უწოდა.
ნიკა გვარამიამ, რომელიც წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ამაზე ღია და პირდაპირი მუქარა მისი ოჯახის წევრებზე ჯერ არავის გამოუთქვამს, ხოლო თავად ნიკა გვარამიას მეუღლემ, ასე უპასუხა თეა წულუკიანს: ქალბატონო თეა, თქვენც კი, ხართ მზეთუნახავი
ფარული მიყურადების კადრები შეგიძლიათ ნახოთ "მთავარის" სიუჟეტში.
დამატებით კი, თეა წულუკიანმა დღეს პირდაპირ ეთერში ტყუილი თქვა, რომ ნიკა გვარამიას და მის ოჯახს არავინ უთვალთვალებს - "ეს ტყვილია"