როცა რომანტიულ სიტყვა "მზეთუნახავს" ვამბობ, აღშფოთებული ხართ და რასაც პრეზიდენტს უწოდებენ, იმით არა? - წულუკიანი

გამოქვეყნდა:

"მზეთუნახავი" - ეს სიტყვა გეწყინათ? ძალიან რომანტიული სიტყვაა", - ასე მიმართა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა "რუსთავი2"-ის წამყვანებს პირდაპირ ეთერში, როცა ისინი დაინტერესდნენ, იყო თუ არა ნიკა გვარამიას ოჯახზე თვალთვალის შესახებ მისი ცნობილი განცხადება  სპეცსამსახურების წახალისება.

თეა წულუკიანი მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც წამყვანმა მას თმენის ვალდებულების შესახებ შეახსენა.

"ვინ თქვა, რომ დეპუტატი უუფლებოა? ვინ თქვა, რომ მინისტრი უუფლებოა... იქნებ გამართოთ დისკუსია, როგორც გვარამია იტყოდა, რა მოსულა და რა არ მოსულა... მისი ოჯახი ოჯახია და სხვისი ოჯახი ოჯახი არ არის? თქვენ, ჩემი და ბიძინა ივანიშვილის ოჯახებს არ იცავთ, თქვენ სალომე ზურაბიშვილის შვილებს არ იცავთ, თქვენ იცავთ მხოლოდ ნიკა გვარამიას მეუღლეს, თურმე, როგორ ვაკადრე "მზეთუნახავი"... - თქვა თეა წულუკიანმა პირდაპირ ეთერში წამყვანების მისამართით.

ამასთან, თეა წულუკიანმა ამავე ეთერში, ფაქტობრივად აღიარა ხელისუფლების ჩართულობა რუსთავი2-ისთვის დავაში, როცა წამყვანებს უთხრა, რომ "თქვენ ჩვენ დაგიბრუნეთ ის, რაც გეკუთვნოდათ და ამაში იუსტიციის სამინისტროს ტიტანური შრომა დევს". 

შეგახსენებთ, რუსთავი2-ის შესახებ დავის მიმდინარეობისას, ხელისუფლების წარმომადგენლებს ერთიანი მესიჯბოქსი ჰქონდათ და ორკესტრირებულად ამტკიცებდნენ, რომ რუსთავი2-ის შესახებ დავა არის კერძო პირების საქმე და სახელმწიფო ამაში ვერ ჩაერევა.

თეა წულუკიანის მოულოდნელ განცხადებას "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუქზე" გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "სტრასბურგს მოუწევს პასუხის გაცემა, რა ფორმით ჩარია უკანონოდ დავაში დაინტერესებული მხარე"

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ 12 დეკემბერს სტატუსი გამოაქვეყნასადაც წერდა, რომ ახალ წლამდე მისი სასამართლო პროცესი განახლდება და ქონებას ჩამოართმევენ.  

თეა წულუკიანმა "ოცნების" პროკურატურის მხრიდან შანტაჟსა და დევნასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებებს "გაბომჟებული საცოდაობა" უწოდა

ნიკა გვარამიამ, რომელიც წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ამაზე ღია და პირდაპირი მუქარა მისი ოჯახის წევრებზე ჯერ არავის გამოუთქვამს, ხოლო თავად ნიკა გვარამიას მეუღლემ ასე უპასუხა თეა წულუკიანს: ქალბატონო თეა, თქვენც კი, ხართ მზეთუნახავი 

ფარული მიყურადების კადრები შეგიძლიათ ნახოთ "მთავარის" სიუჟეტში. 

დამატებით კი, თეა წულუკიანმა დღეს პირდაპირ ეთერში ტყუილი თქვა, რომ ნიკა გვარამიას და მის ოჯახს არავინ უთვალთვალებს - "ეს ტყვილია" .

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი