
საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ამერიკაში კაპიტოლიუმის შენობაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრას ეხმაურება და წერს, რომ "სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა დაუშვებელია".
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ. კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა დაუშვებელია. ჩვენ გვჯერა აშშ-ს დემოკრატიის სიმტკიცისა და დარწმუნებულნი ვართ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაიმარჯვებენ", - წერს გიორგი გახარია.
აქვე გეტყვით, რომ მომხდარს უკვე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკა ჩვენთვის მისაბაძი მაგალითია და რომ გუშინ კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების მიუხედავად ამერიკულმა ინსტიტუმა შეძლო ძლიერების და გამძლეობის დადასტურება.
შეგახსენებთ, რომ კონგრესმა ბაიდენი პრეზიდენტად სხდომის ჩაშლის მცდელობის მიუხედავად დღეს მაინც გააფორმა. სულ სენატმა 531 ხმა დაითვალა, აქედან ჯო ბაიდენმა 306 მიიღო, ტრამპმა კი 232.
ტრამპმა თქვა, რომ ეს ეს გადაწყვეტილება საპრეზიდენტო ისტორიაში საუკეთესო პირველი ვადის დასასრულია. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, 20 იანვარს ძალაუფლების კანონიერი გადაცემა მოხდება. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ დღეს ეწურება ტრამპს საპრეზიდენტო ვადა და ჯო ბაიდენის ინაუგურაციაა დაგეგმილი.
სენატში სხდომა 12 ხმის დათვლის შემდეგ შეწყდა, მაშინ, როცა კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ. არეულობის და დაპირისპირების დროს ერთი ქალი დაიჭრა და აგრდაიცვალა, მიმდებარე ტერიოტრიაზე არულობის დროს კი კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა მინიმუმ 14 პოლიციელი, რომელთა ნაწილიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამერიკის დედაქალაქი კვლავაც კომენდანტის საათი მოქმედებს, ვაშინგტონის მერმა ის 15 დღით გაახანგრძლივა.
თეთრი სახლი კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ დატოვეს თანამშრომლებმაც, ბოლო ვინც მსგავსი გადაწყევტილება მიიღო ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის მოადგილეა, მანამდე კი გადადგნენ: პრესს მდივნის მოადგილე სარა მათეუსი, პირველი ლედის მელანია ტრამპის შტაბის უფროსი, სტეფანი გრიშამი და თეთრი სახლის სოციალური მდივანი რიკი ნიცეტა.