ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროცესის პარალელურად აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის პროცესის პარალელურად აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორი "მოძრაობა სირცხვილიაა" რომელთა წევრებმაც ადგილზე ბანერები და საპროტესტო პლაკატები მიიტანეს. 

ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებიც და ბრალდებულების ოჯახის წევრებიც. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ თავისუფლებაზე, ეს არის ახლა ყველაზე დიდი და უპირველესი ამოცანა, მათ შორის ჩვენი და ყველა იმ ადამიანის ვინც მათ გულშემატკივრობს", - თქვა ენმ-ს წევრმა, ხატია დეკანოიძემ. 

მისი თქმით, ვაჭრობა და მანიპულაცია პოლიტიკური პატიმრების თემით ყველაზე უფრო ამაზრზენია. დეკანოიძემ აღნიშნა, რომ არ სჯერა ამ სასაამრთლოსი, თუმცა იმედი აქვს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა საკუთარ ოჯახში იქნებიან. 

"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უსამართლობა ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში, ეს ადამიანები არიან უდანაშაულო და ციხეში სხედან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიდში ქართული ოცნებსი დღისწესრიგს შეეწირნენ. გამოსაშვებები არიან ეგრევე", - თქვა "გირჩის" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ. 

მისი თქმით, პროკურატურის ბოლო განცხადებაზე კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც პროცესი დასრულებდა და ბრალდებულები გათავისუფლდებიან.

შეგახენებთ, რომ პროცესის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე პროკურატურამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მკაცრს აღმკვეთ ღონისძიებას მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევენ და სასამართლოზე თავადაც გიროას შაუმდგომლობას დააყენებდნენ. 

ადვოკატები აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობის დაყენებას თავადაც აპირებდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ დღევანდელ სასამართლოზე ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება კარტოგრაფების გათავისუფლება იქნება.

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს პროკურატურამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც გაასაჯაროვეს ის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელიც დაკავებული ივერი მელაშვილის კაბინეტშია გადაღებული. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ზემდგომი პირების დავალებით მოქმედებდნენ და ისინი მიზანმიმართულად იყენებდნენ რუკებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო. 

პროკურატურას ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რომელ ზემდგომ პირებზე აქვთ ეჭვი. მოგვიანებით უწყებამ ნატალია ილიჩოვას ფარული აუდიო ჩანაწერიც გაასაჯაროვა.

აქვე გეტყვით, რომ პროკურატურამ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას დაკავებიდან 4 თვის შემდეგ, 20 იანვარს ბრალი დაუზუსტა. უწყება ამბობს, რომ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე მოტივებთან დაკავშირებით ყველაფერია აღწერილი.

13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან მიმართებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. პროკურატურა ამბობს, რომ მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული.

კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ილიჩოვა სიგელით დააჯილდოვა და საზღვრს დაცვის წარმატებით შესრულება მიულოცა2019 წელს კი მაშინდელამ შინაგან საქმეთა მინსიტრმა, გიორგი გახარიამ, ილიჩოვა ღირების ორდენით დააჯილდოვა. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები 7 ოქტომბერს დააკავესპროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი