
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მიმართ რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი და ორგანიზაცია "ემნისტი ინტერნეიშენელის" რუსეთის წარმომადგენლობა გამოეხმაურნენ.
"დღეს გამოტანილი განაჩენი, რომელიც გამასწორებელ კოლინიაში 3 წლითა და ექვსი თვით სერგეი ნავალნის გამწესებას გულისხმობს, ყოველგვარი ობიექტურობის საწინააღმდეგო გამოწვევაა და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში", - განაცხადა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა დუნია მიატოვიჩმა.
ამავე დროს, რუსეთში "ემნისტი ინტერნეიშენელის" წარმომადგენლობის დირექტორმა თავის განცხადებაში განაჩენს "პოლიტიკურად მოტივირებული" უწოდა.
"პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი, რომელიც ალექსეი ნავალნის მიმართ დადგა, წარმოაჩენს რუსეთის ხელისუფალთა ნამდვილ სახეს, რომლებიც მზად არიან, დააპატიმრონ ნებისმიერი, ვინც გაბედავს, გამოვიდეს მათი დანაშაულებრივი ქმედებებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების წინააღმდეგ", - ნათქვამია ორგანიზაციის რუსეთის წარმომადგენლობის დირექტორის ნატალია ზვიაგინას განცხადებაში.
2 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სერგეი ნავალნის სამი წლითა და ექვსი თვით აღუკვეთა თავისუფლება, დააკმაყოფილა რა ბრალდების მოთხოვნა მისთვის პირობითი მსჯავრის რეალური პატიმრობით შეცვლის შესახებ.
განაჩენის გამოტანის დღესვე, ნავალნის მიმართ გამოტანილ განაჩენს მკაცრად გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
ასევე, შეგახსენებთ, რომ 31 იანვარს, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ნავალნის მხარდასაჭერი გამოსვლები გაიმართა, რა დროსაც 5.000-დე ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები და თავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ცოლი, იულია ნავალნაია დააკავეს. ამავე დღეს, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართა.
აქვე გეტყვით, ალექსეი ნავალნი 17 იანვარს, მოსკოვში ჩაფრენისთანავე, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, პოლიციამ აიყვანა.
ალექსეი ნავალნი, 2020 წლის აგვისტოში „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტით მოწამლეს.
დასავლეთის უსაფრთხოების სამსახურები ნავალნის მოწავლაში კრემლს ადანაშაულებდნენ. კრემლი ამ ფაქტს უარყოფდა, ვლადიმერ პუტინი კი ამბობდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ნავალნის მოკვლას თუ მოინდომებდნენ, ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ.
ნავალნიმ თავისი საქმე თვითონვე გამოიძია – მაღალი თანამდებობის პირის სახელით დაურეკა თავის მკვლელს, რომელმაც რუსეთის ხელისულების მხრიდან მისი მოწამვლა, სატელეფონო საუბარში, დეტალურად აღწერა და დაადასტურა.