"მე დოკუმენტი არ მინახავს, ჩემთვის არაფერი უჩვენებიათ, ასე რომ არ ვიცით, რაიმეს გადაცემა უნდოდათ თუ არა", - ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ენმ-ის ოფისთან მისული პოლიციელები შენობაში არ შეუშვეს და ტერიტორია დატოვეს.
"მე, როგორც ნიკა მელიას ადვოკატს, სრული უფლება მქონდა, ჩმებარებინა მისთვის გადასაცემი ნებისმიერი გზავნილი, მე არ მინახავს ის დოკუმენტი, რომელზეც პოლიცია საუბრობდა, შესაბამისად, ჩემთვის უცნობია, რაიმეს გადაცემა უნდოდათ თუ არა, მქონდა პირადი კომუნიკაცია, მაგრამ უარი განმიცხადეს", - ამბობს მედიასთან დიმიტრი საძაგლიშვილი.
მისივე თქმით, "შენობაში შესვლის ლეგიტიმური მიზეზი არ არსებობდა".
შეგახსენებთ, ენმ-ის ოფისთან დაახლოებით 20-მდე პოლიციელი შსს-ს ამოსაცნობი აბრევიატურით მივიდა, ისინი ოფისში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა, კარი დაკეტილი დახვდათ და ეს ვერ მოახერხეს.
ოფისთან პოლიციის გამოჩენიდან რამდენიმე წუთში შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი .
აქვე გეტყვით, რომ მთელი ღამის განმავლობაში, შსს-ს სხვადასხვა სტრუქტურებში მობილიზებისა და განუწყვეტელი თათბირების ფონზე, რომლებსაც, სავარაუდოდ, ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რობოკოპები გამოჩნდნენ. "მთავარის" კამერამ დააფიქსირა ობიექტის ეზო, რომელიც სავსეა ავტომანქანებით და სპეცრაზმის ფორმაში ჩაცმული სამართალდამცველებით.
ამავე თემაზე:
"შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა" - აშშ-ის საელჩოს მიმართვა
ენმ-ის ოფისთან გზა გადაკეტილია - შსს-ს უპრეცედენტო მობილიზება
მალევე გაიაზრეთ, რომ უკან უნდა დაიხიოთ - ნიკა მელია ხელისუფლებას
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რობოკოპები გამოჩნდნენ
როგორც მოვლენ ისე წავლენ - ნიკა მელია რობოკოპებზე
სრულ მზადყოფნაში ვართ სტუმრების მისაღებად- მობილიზაცია შსს-ში და ვითარება ენმ-ს ოფისში