დროა, პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა - დანიელსონთან შეხვედრის დეტალებზე არც თალაკვაძე საუბრობს

გამოქვეყნდა:

შარლ მიშელის ოფიციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დეტალებზე, ირალი კობახიძის მსგავსად, არც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე საუბრობს. 

ამბობს, რომ მმართველი გუნდი დიალოგის პროცესს უფრთხილდება, არ სურთ რამე დააზიანონ და შესაბამისად, დეტალურ ინფორმაციას საზოგადოება რამდენიმე დღეში მიიღებს. 

"დროა, პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა", - ამბობს თალაკვაძე.

მან პოლიტპატიმარ ნიკა მელიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. თქვა, რომ მელიას ციხიდან გამოსასვლელად მხოლოდ გირაოს გადახდა სჭირდება: "თუ გადაიხდის მელია გირაოს, შეუძლია ხვალვე დატოვოს საპატიმრო". 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს, 12 მარტს ჩამოვიდა

ამავე თემაზე:

ოფიციალური წარმომადგენლის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო. 

მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6 პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, კი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დიალოგი აღარ გაგრძელებულა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი