ხვალ იქნება უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლითაც დავასრულებთ - ვახო მეგრელიშვილი

გამოქვეყნდა:

ძალიან პროდუქტიული შეხვედრა იყო, ხვალაც გაგრძელდება, - ამის შესახებ "გირჩის" განაყოფის წევრმა ვახო მეგრელიშვილმა კრისტიან დანიელსონთან ორმხრივი შეხვედრის შემდეგ თქვა. 

მისი თქმით, ორმხრივი შეხვედრა ხვალაც გაგრძელდება და ეს იქნება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე დღეს. 

შეთანხმება ნიშნავს ყველაფერზე შეთანხმებას, არ დაგვისრულებია, შეთანხმება არ იქნება მანამდე, ვიდრე ყველაფერს არ გავივლით, - ამბობს მეგრელიშვილი.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვიზიტი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. სწორედ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლებაა მისი ვიზიტის მთავარი მიზანი. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი