მოლაპარაკებები იყო ძალიან მძიმე და რთული - გიგა ბოკერია

გამოქვეყნდა:

მოლაპარაკებები იყო ძალიან მძიმე და რთული, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ თქვა. 

ამბობს, რომ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებები ხვალაც გაგრძელდება.

ყველა საკითხზე გართულებულია მოლაპარაკება. იმ მომენტში, როცა შედგება ეს შეთანხმება, საზოგადოება გაიგებს. ჩვენი ვალია დემოკრატიული ოპოზიციის ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ. ხვალინდელის ამბავს გავიგებთ ხვალ, - ამბობს ბოკერია.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვიზიტი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. სწორედ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლებაა მისი ვიზიტის მთავარი მიზანი. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო. 

მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი