გვაქვს პროგრესი - ხათუნა სამნიძე დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ

გამოქვეყნდა:

"შეთანხმება შედგება, როდესაც ყველა პუნქტზე შევთანხმდებით", - ეს განცხადება "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ევროკავშირის საელჩოში, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ერთობლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

როგორც სამნიძე ამბობს, მოლაპარაკებები ხვალაც გაგრძელდება და კონკრეტულ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და რთული დისკუსია ყველაფერზე. გვაქვს პროგრესი, მაგრამ არ შეიძლება რაიმე კონკრეტულზე ვილაპარაკოთ. ძალიან რთული იყო ყველა საკითხის განხილვა და ხვალ გრძელდება ეს მოლაპარაკებები. შეთანხმება შედგება, როდესაც ყველა პუნქტზე შევთანხმდებით, - ამბობს ხათუნა სამნიძე.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვიზიტი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. სწორედ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლებაა მისი ვიზიტის მთავარი მიზანი. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი