
თუ უარს იტყვიან ჩვენს ორ მთავარ მოთხოვნაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, შეთანხმება ვერ შედგება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკო მინაშვილმა კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
ყველა ოპოზიციური პარტიისთვის და ჩვენთვის განსაკუთრებით არის ორი მთავარი პრიორიტეტული საკითხი: პოლიტპატიმრების გათავისუფება და რიგგარეშე არჩევნები. იმ განწყობით, რაც აქვს "ქართულ ოცნებას" და ეს გამოიკვეთა ღია კომუნიკაციაში, ბუნებრივია, მარტივი არ იქნება შეთანხმება. თუ ეს ხალხი უარს იტყვის ჩვენს ორ მთავარ მოთხოვნაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, შეთანხმება ვერ შედგება და ეს იქნება მათი მხრიდან ნაბიჯი ევროკავშირის და ევროპის წინააღმდეგ, - ამბობს აკო მინაშვილი.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვიზიტი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. სწორედ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლებაა მისი ვიზიტის მთავარი მიზანი. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.
ამავე თემაზე: