აუცილებლად იქნება პოლიტპატიმრების და რიგგარეშე არჩევნების თემა - გიორგი ვაშაძე

გამოქვეყნდა:

მთავარი რაზეც შევთანხმდით ეს არის პრინციპი: "არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არაა შეთანხმებული", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კრისტიან დანიელსონთან ორმხრივი შეხვედრის შემდეგ თქვა. 

ხუთივე საკითხთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შეთანხმება. საკმაოდ რთული სამუშაო პროცესი იყო, თუმცა გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. მარტივად არ მიდის პროცესი. ხვალ ვაგრძელებთ და იმედი მაქვს, ხუთივე საკითხზე შევთანხმდებით. მათ შორის პოლიტპატიმრების საკითხი, რიგგარეშე არჩევნები, საარჩევნო და სასამართლო რეფორმა და ძალაუფლების განაწილება. ყველა ამ საკითხზე უნდა შევთანხმდეთ. აუცილებლად იქნება პოლიტპატიმრების და რიგგარეშე არჩევნების თემაც, - ამბობს გიორგი ვაშაძე.  

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვიზიტი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. სწორედ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლებაა მისი ვიზიტის მთავარი მიზანი. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი