თუ ვთანხმდებით, ვთანხმდებით ყველა საკითხზე - ბადრი ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

"თუ ვთანხმდებით, ვთანხმდებით ყველა საკითხზე", - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ევროკავშირის საელჩოში, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ერთობლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა. 

ჯაფარიძის თქმით, შეთანხმება იმ შემთხვევაში მოხდება თუ მხარეები ყველა საკითხზე შეთანხმდებიან.

ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან კომპლექსურ პრობლემებზე, რომელიც მოითხოვს ძალიან მნიშვნელოვან კომპრომისებს. ეს არის რთული პროცესი. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე ორიენტირებული, რომ ყველა საკითხზე შევთანხმდეთ. არ არსებობს საკითხი, რომელიც შეიძლება დარჩეს შეუთანხმებელი. თუ ასე მოხდა, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმება არ იქნება. თუ ვთანხმდებით, ვთანხმდებით ყველა საკითხზე, - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვიზიტი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. სწორედ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლებაა მისი ვიზიტის მთავარი მიზანი. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი