სომხეთმა რუსული გაზის შეძენა რუბლით დაიწყო. ამის შესახებ კომენტარი სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაგან კერობიანმა გააკეთა
ცნობისთვის, მარტის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთის სანქციების საპასუხოდ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, "არამეგობრულ ქვეყნებს" გაზს რუსულ რუბლში მიყიდიან, თუმცა სომხეთი ასეთი ქვეყნების "სიაში" არაა.
რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის G7-ის ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსულ გაზს რუბლით არ იყიდიან.