ზელენსკი: პრეზიდენტმა მაკრონმა და საფრანგეთმა უნდა აირჩიოს: ფული, ან თავისუფლება

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი თვლის, რომ საფრანგეთმა არჩევანი უნდა გააკეთოს ფულსა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შორის. BFM TV-სთან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მიიწვია პრეზიდენტი მაკრონი უკრაინაში და აღნიშნა, რომ იქ ყველა უნდა ჩავიდეს ვითარების შესაფასებლად და დასარწმუნებლად, რომ რუსეთმა გენოციდი ჩაიდინა: 

"ჩვენ გვესმის, რომ რუსული ელიტა ისვენებს საფრანგეთში... ყველას სმენია რუსული ფულის, ოლიგარქების, ბიზნესის გავლენაზე საფრანგეთზე, მაგრამ პრეზიდენტმა მაკრონმა და საფრანგეთმა უნდა აირჩიონ ბიზნესი, ფული, თუ  ბრძოლა თავისუფლებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის, სამართლიანობისთვის, სიცოცხლისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მაკრონმა ჯო ბაიდენი გააკრიტიკა სიტყვა "გენოციდის" გამოყენებისთვის. გარდა ამისა, მაკრონი თავს იკავებს უკრაინაში ჩასვლისგან, მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკიმ ის 17 აპრილსაც მიიწვია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი