იტალიას სურვილი აქვს უკრაინა EU-ში იხილოს, ამიტომ სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს - დრაგი

გამოქვეყნდა:

იტალიას სურვილი აქვს რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი ქვეყნების რიგებში იხილოს, ამიტომ მისთვის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს - განცხადება ამის შესახებ იტალიის პრემიერმინისტრმა მარიო დრაგიმ უკრაინაში, ქვეყნის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

"დღეს უკრაინაში,  უკრაინელი ერის მხარდასაჭერად ჩამოვედით. მხარს ვუჭერთ ერს, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდა. იტალიას სურვილი აქვს რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი ქვეყნების რიგებში იხილოს, ამიტომ მისთვის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. დღეს რუსული ბოროტების საშინელი ნაკვალევი ვიხილეთ. დავეხმარებით უკრაინას ამ სამხედრო დანაშაულების გამოძიებასა და ომის შემდეგ აღდგენის პროცესში. ჩვენი მიზანია მშვიდობის დამყარება. აუცილებელია რომ უკრაინამ თავის დაცვა შეძლოს. ჩვენ ევროპელები ვართ და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად უნდა გავწევრიანდეთ." თქვა მარიო დრაგიმ.

უკრაინაში დღეს იტალიის პრემიერი, საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და რუმინეთის პრეზიდენტი ჩავიდნენ.

იხილეთ ასევე:



 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი