ცეცხლთან თამაში - ასე აფასებენ პოლიტიკური ლიდერები პროკურატურაში მიხელ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ მორიგ აბსურდული საქმეს. ოპოზიციაში  შეკითვებს უჩენთ ისიც, თუ რატომ დაემთხვა დროში ამ გაუკრკვეველი საქმის აღძვრა ახალი საომარი მოქმედებების დაწყებას  კავკასიის რეგიონში.

სალომე სამადაშვილის თქმით, ბრალდება აბსურდულია, მართლმასაჯულების სისტემას კი, ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების საწინააღმდეგოდ იყენებს.

დავით ბაქარაძის თქმით კი, ყარაბაღში მიმდინარე დაპირისპირების დროს - რას ითხოვს საქართველოს ხელისუფლება გაუგებრია - "დღეს უყენებს ჩვენი ხელისუფლება აზერბაიჯანის ხელისუფლებას ტერიტორიულ პრეტენზიას ?!" - თქვა ბაქრაძემ. 

ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი კი ამბობს, რომ ივანიშვილის მმართველობის დროს მოხდა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის წაღება და თუ ივანიშვილის ხელისუფლებამ იცოდა არასწორი დელიმიტიციის შესახებ, ამაზე საქმე 8 წლის წინაც უნდა აღეძრათ. 

გია ვოლსკი კი ამბობს, რომ იმაზე მეტი არ იცის რაც პროკურატურის განცხადებაში ითქვა - "ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის საგანგებო საკითხი, ჩემი და ჩემი ოპონენტების მოსაზრება აქ არაფერ შუაშია" - ამბობს ვოლსკი.

შეგახსენებთ, "მთავარი არხის" ინფორმაციით, გამძიების დაწყების საბაბი გახდა რუკები, რომელიც ქართულ მხარეს კრემლთან დაახლოებულმა, წარმოშობით ქართველმა ბიზნესმენმა გადასცა. 

ცნობისთვის, დავით ხიდაშელი, რომელმაც თვეზე მეტი ხნის წინ ეს რუკები ჩამოიტანა საქართველოში - პირველად მაშინ გამოჩნდა საქართველოში, როცა მილიარდ 200 მილიონი ევრო საქართველოს ხელისუფლებას ჩაურიცხა კოვიდთან ბრძოლის სახელით. 

კარტოგრაფიულ რუკებზე კომენტარი ნიკა გვარამიამ გააკეთა, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ამ ინფორმაციის გასაჯაროვებას არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე აპირებდა, მაგრამ  "ჩვენ დავასწარით. ვთქვით, რომ ეს ინფორმაცია ვიცით". აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამია ჯერ კიდევ გასულ კვირას,  გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ამბობდა, რომ საგამოძიებო უწყება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალს ამზადებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი