"ოცნების" წინასაარჩევნო ბრძოლა წესების გარეშე - დარბეული ოფისები და ნაცემი ოპონენტები

გამოქვეყნდა:

არცევნამდე 2 კვირით ადრე, მარნეულში მომხდარი ჯგუფური ანგარიშსწორების  გამო ამ დრომდე დაკავებული არავინაა, ეს იმის მიუხედავად, რომ ჩხუბი ქალაქის ცენტრში შუადღისას მოხდა და ფაქტს საკმაოდ ბევრი თვითმხილველი ჰყავს. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ოცნების აქტივისტები მარნეულში ლომბარდის თანამშრომელს თავს მხოლოდ იმიტომ დაესხნენ, რომ ავტომობილი მათთვის მიუღებელ ადგილას გააჩერა.

ბოლნისში კი,უკვე მეორედ, დარბეულია გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატის შტაბი. ჩატეხილია ფანჯრები და წაღებულია კომპიუტერი, სადაც საარჩევნო შტაბის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა. ძალადობრივი ინციდენტის ჩადენიდან  გასულია 12 საათზე მეტი, ამ შემთხვევაშიც, ამ  დრომდე დაკავებული არავინაა.

ქვები დაუშინეს და ინვენტარი დაუზიანეს "ევროპული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატსაც. დილას სამსახურში მისულ თანამშრომლებს კედელზე განთავსებული ბანერი დაზიანებული, ფანჯრები კი ჩალეწილი დახვდათ.

"ლელოს" აქტივისტი პაატა კიკაბიძე სააგიტაციო მასალის განთავსებისას კასტეტით სცემეს. ძალადობის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, თუმცა პარტიაში ამბობენ, რომ მთავარი მოძალადე არათუ დაკავებული, გამოკითხულიც კი არაა.

მმართველი გუნდი ძალადობრივ წინასაარჩევნო კამპანიაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

არჩევნებამდე კი 2 კვირა რჩება და ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ივანიშვილის გუნდი ძალაუფლების მესამე ვადით შესანარჩუნებლად კიდევ უფრო რადიკალურ და აკრძალულ მეთოდებს მიმართავს.

შეგახსნეთ, ქვები რამდენიმე დღის წინ დაუშინეს ლევან ხაბეიშვილის ოფისს. ანას ბაღის აქტივისტსა და ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წევრს სასტიკად სცემეს.

გლდანულაში, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, "ენმ"-ს ერთ ერთ ლიდერს და ოპოზიციის ერთიან კანდიდატს გლდანში, ნიკა მელიას თავს დაესხნენ.

კახა ოქრიაშვილის ოფისსა უკვე ერაერთხელ დაესხნენ თავს, მათ შორის გუშინ გვიან ღამითაც. 

თავდასხმა იყო "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის ოთო კახიძის შტაბზე.

სოფელ ყარაჯალარში "ევროპული საქართველოს" წევრს, ოქტაი სკანდარავას დაესხნენ თავს

ასევე, ბოლნისის სოფელ ნახიდორში "ქართული ოცნების" 50-მდე მხარდამჭერი თავს დაესხა "გაერთიანებული ოპოზიციის" აქტივისტებს და მათ ფიზიკურად გაუსწორდა.

თავს ესხმიან ჟურნალისტებსა და სამოქალაქო ატივისტებსაც. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი