სომხეთი ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენზე იერიშის მიტანას უარყოფს

გამოქვეყნდა:

"აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ სომხეთმა ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენზე იერიში მიიტანა, სიმართლეს არ შეესაბამება" - ამბობს სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი, შუშან სტეფანიანი. 

შეგახსენებთ, რომ 18 ოქტომბერს აზერბაიჯანულ მედიაში ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხებმა ხიზის რაიონის მიმართულებით სარაკეტო იერიში მიიტანეს. 

"რაკეტების ნაწილი სტრატეგიული ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენიდან 250 მ მანძილზე, სოფელ სიტალიჩაისთან ჩამოვარდა", - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, 6 ოქტომბერს აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. სომხეთმა ინფორმაცია არ დაადასტურა.

დღევანდელი, 19 ოქტომბრის მონაცემებით, ყარაბაღში დაპირისპირებულ მხარეებს შორის სამხედრო მოქმედებები ისევ გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანიც და სომხეთიც ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სამხედრო შეტაკებებისას 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაიბომბა დასახლებული პუნქტები. 

18 ოქტომბერს მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე მეორედ შეთანხმდნენთუმცა, საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი