შსს-ს მიერ, აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის დაკავებას ენმ- ძალა ერთობაშიას წევრი, ხატია დეკანოიძე ეხმაურება და ამბობს, რომ ორივე მათგანი აბსურდული ბრალდებით, ბიძინა ივანიშვილის სურვილით არიან დაკავებულები.
დეკანოიძის ინფორმაციით, ორივე მათგანი გარდაცვლილი გობეჯიშვილის ახლო მეგობარია.
დეკანოიძე ამბობს, რომ ხუსკივაძე და კობალაძე ვინმე ზაალიშვილის ჩვენების საფუძველზე არიან დაკავებულები. ზაალიშვილი კი როგორც დეკანოიძე ამბობს, სუს-თან დაკავშირებული პირია, რომელიც ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში მუშაობს.
ცესკო-ს ყოფილი თანამშრომლები, რომლებმაც "მთავარი არხის" ეთერში სისტემა შიგნიდან ამხილეს და იმ არჩევნების გაყალბების სქემებზე ისაუბრეს.
შსს მათ მუქარაში, იძულებასა და ქრთამის მიცემაში ადანაშაულებს. უწყება ამტკიცებს რომ ხუსკივაძემ და კობალაძემ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თედო გობეჯიშვილს, რომელიც ამავე დროს დაკავებულების მეგობარი იყო, აიძულებდნენ ქართამი აეღო და დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობდა.
გობეჯიშვილი დღეს დილით გარდაცვილილ ნახეს. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო .
საბურთალოს პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს ხუსკივაძე, გაჩხრიკეს მისი ავტომანქანა და სახლი, ამოირეს ტელეფონები და იქვე დააკავეს.
გობეჯიშვილის ტრაგედიას "ქართული ოცნება" პოლიტიკური განცხადებებით გამოეხმაურა. განცხადება პარტიის სახელით, ახალმა სახემ, გიორგი ხელაშვილმა გააკეთა, რომელმაც ოპოზიცია გობეჯიშვილზე ზეწოლაში დაადანაშაულა.