საქართველოს ბედი დღეს რუსთაველის გამზირზე წყდება - თინათინ ბოკუჩავა

გამოქვეყნდა:

თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ ოპოზიცია წართმეულ არჩევენებს არ შეეგუება და საკუთარი ხმების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს. მისი თქმით, საქართველოს ბედი დღეს რუსთაველის გამზირზე წყდება, ბიძინა ივანიშვილს კი, ოპოზიციისა და საზოგადოების ერთიანობის ეშინია. 

"ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან ეშინია ჩვენი ერთობის. ძალიან ეშინია, როდესაც ხედავს, რომ აქ არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", რომლებიც წარმოადგენენ "ლელოს", "ტრიბუნას", "ლეიბორისტულ პარტიას", "სტრატეგია აღმაშენებელს", "ევროპულ საქართველოს", იმიტომ, რომ დღეს აქ ყველა ჩვენი ქვეყნისთვის ვდგავართ", - თქვა ბოკუჩავამ. 

თინა ბოკუჩავამ საზოგადოებას ოპოზიციის მოთხოვნები შეახსენა. მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ადამიანები ხელახალ არჩევნებს, თამარ ჟვანიას გადაყენებას, საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიონალებით დაკომპლექტებას და პოლიტმატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. 

"ჩვენ ვითხოვთ იმ ბიჭების გათავისუფლებას, რომლებიც დაიჭირეს ნიკა მელიას შტაბიდან. ჩვენ ვითხოვთ ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებას, რომლის ძმა - ნიკა რურუა - ერთი წლის წინ ჩვენთან ერთად იდგა რუსთაველზე და ჩვენთან ერთად იცავდა თავისუფლებას. ჩვენ ვითხოვთ აკაკი ხუსკივაძის და აკაკი კობალაძის გათავისუფლებას, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ახსნეს გაყალბებული არჩევნების ანატომია. პოლიტმატიმრები უნდა გათავისუფლდნენ", - თქვა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებს მოქალაქეები რეგიონებიდანაც უერთდებიან - მათ შორის, იმერეთიდან და შიდა ქართლიდან. დედაქალაქში მარნეულიდანაც ჩამოვიდნენ.  

თბილისის პარალელურად, საპროტესტო აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს.

თბილისში შეკრებილ მოსახლეობას უკვე მიმართეს ელენე ხოშტარიამ, გრიგოლ ვაშაძემ, დავით ბაქრაძემ, მამუკა ხაზარაძემ, შალვა ნათელაშვილმა, ალეკო ელისაშვილმა,  გიორგი მარგველაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი