მიეჩვივნენ ჩვენი თვალების ამოთხრას, არ ვაპატიებთ, ვერ შეგვაშინებენ - აქციის დროს დაშავებულის მეუღლე

გამოქვეყნდა:

ცესკოსთან მშვიდობიანი აქციის დროს, პოლიციის მხრიდან წყლის ჭავლის გამოიყენის შედეგად, აქციაზე მყოფ ზაზა გუგავას თვალი დაუზიანდა. დაშავებულის მეუღლე, ინგა გუგავა "მთავარ არხთან" სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიციამ არ გააფრთხილა მომიტინგეები და მოულოდნელად ჭავლი გაუშვა, რა დროსაც მისგან ზაზა გუგავა გადავარდა დაახლოებით 2 მეტრში  და თვალი დაუზიანდა. სავარაუდოდ, ზაზა გუგავას ასევე დაზიანებული აქვს ნეკნებიც.

"ვიდექით, ვაპროტესტებდით, არანაირი გაფრთხილება არ იყო. ხომ შეიძლება გავეფრთხილებინეთ, რომ წყლის ჭავლი უნდა გამოეშვათ?!  ჩემი მეუღლე იდგა, მე მეუბნებოდა გამოიწიე აქითო, და ამასობაში ძალიან ძლიერ, პირდაპირ თვალში დამიზნებით, ორი მეტრი ჰაერში ააგდო და დაეცა ასფალტზე. სრულიად უცხო ადამიანები
რეკავდნენ სასწრაფოში, არ პასუხობდნენ ზარებს. ახლა "ნიუ ჰოსპიტალში" ვართ, ამ წუთას სინჯავს ექიმი და სავარაუდოდ, ნეკნებიც ჩამტვრეული აქვს, -
ამბობს ინგა გუგავა 

ინგა გუგავა მომხდარზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლება მიჩვეულია თვალების დათხრას და საზოგადოებისგან მონობას ითხოვს. 

"ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ენიჭება მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს. ივანიშვილმა უნდა დაამთავროს ამ ქვეყანაში ძალადობა და თვალების დასახიჩრებები. სანამ ვინმეს არ იმსხვერპლებენ, ეს ადამიანები მიეჩვივნენ, ჩვენი თვალების ამოთხრას, ჩვენ პასუხი არ მოვთხოვეთ 20 ივნისის და იმიტომ გვიბედავენ ამას. აფხაზეთის ომის ვეტერანს, მეორე ჯგუფის ინვალიდს, კაცი, რომელიც სამშობლოსთვის იბრძოდა დღეს ბიძინა ივანიშვილის ჯალათებმა წყლის ჭავლით თვალი დაუზიანეს, არ შევარჩენთ, არ ვაპატიებთ, ვერ შეგვაშინებენ - ესენი თამაშობენ ადამინების ნერვებზე, ჩვენს მოთმინებაზე, შეურაცხყოფას გვაყენებენ და ჩვენგან ითხოვენ, რომ ვიყოთ მონები - ვერ ვიქნებით მონები", - თქვა ინგა გუგავამ 

აქვე გეტყვით, რომ დღეს გაერთიანებული ოპოზიცია, თავის მხარდამჭერებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე, საპარლამენტო არჩვენების შედების გაყალბებას აპროტესტებდა. რის შემდგომაც, მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს. 

ამას წინ უძღვოდა ივანიშვილისთვის მიცემული ვადა, 8 საათამდე, და მათი პოლიტიკური მოთხოვნები:

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან კი, მაშინ, როდესაც უწყებასთან აქციის ჯერ სულ რამდენიმე ათეული მონაწილე იყო მოსული, პოლიციამ წყლის ჭავლი ყოველგვარი გართხილების გარეშე გაუშვა, მალევე გაუშვეს მხუთავი აირიც

სახალხო დამცველი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას ეხმაურება და ამბობს, რომ პოლიციას არ აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა, თუნდაც, გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია კანონიერ ფარგლებს არ სცდება. შს მინისტრის მოადგილე კი, ამბობს, რომ პოლიციას წყლის ჭავლისა და სპეცსაშუალების გამოყენების უფლება აქვს. 

წყლის ჭავლის გამოყენების უკანონობის შესახებ პოზიცია გამოხატეს "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, ყოფილმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა"Human Rights Watch"-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის ასოცირებულმა დირექტორმა გიორგი გოგიამ''სამართლიანმა არჩევნებმა''ხოლო სახალხო, დამცველი ნინო ლომჯარია აქციაზე მივიდა

ცნობისთვის, 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომდარის სავარძელში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის დანახვა შეურაცხმყოფელი და ღირსებისშემლახველი აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქეებისთვის და თბილისის პარლამენტთან საპქოტესტო აქცია გამართეს. სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეები რეზინის ტყვიებთ დაარბია, რა დროსაც თვალი დაკარგა სამმა ადამიანმა. დაზიანება მიიღო ათეულობით პირმა მათ შორის 30-ზე მეტი, მედიის წარმომადგენელია. 

აქვე შეგიძლიათ ნახოთ რა მოხდა 20 ივნისს.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი