მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, პანდემიის და შეზღუდვების მიუხედავად, ღია ცის ქვეშ, საახალწლო შუშხუნებით მიეგება 2021 წელს.
ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, საიდანაც კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა, ახალი წლის წინა ღამეს, 2021 წლის დადგომამდე დროის ასათვლელად ქუჩებში მოსახლეობა ბუშტებითა და სადღესასწაულო კოსტუმებით გამოვიდა.
ავსტრალიის დედაქალაქი სიდნეი, ტრადიციულად, ახალ წელს, ულამაზესი ცით შეხვდა. ოპერის თეატრთან გრანდიოზული ფეიერვერკი მოეწყო
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, მოსახლეობა ქალაქის მთავარ სალოცავთან შეიკრიბა, თუმცა რადგან იაპონიაში პანდემიის მეორე ტალღას ებრძვიან, ვიზიტორთა რაოდენობა შემცირებული იყო.
ტაივანში, დღესასწაული ძირითადად ონლაინ აღინიშნა, თუმცა, ცა, საახალწლო შუშხუნებით მაინც განათდა.
სამხრეთ კორეის მოსახლეობამ, ახალი წელი, სახლში, ოჯახთან ერთად იზეიმა.
ფილიპინებში მთავრობამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ დიდ ჯგუფებად არ შეკრებილიყვნენ, საახალწლო ცა აქაც ულამაზესი იყო.
ჰონგ კონგის მოქალაქეები ვიქტორიას ნავსადგურთან პირბადეებით შეიკრიბნენ და ახალი წლის ღამეს, 2021 წლამდე დრო ერთად აითვალეს.
არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ერთ–ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ფეიერვერკების საახალწლო შოუ მოეწყო.
დუბაიში, ბურჯ–ხალიფას ცათამბჯენი, ილუმინაციებით და ნაძვისხის ფორმის შუშხუნებით განათდა.
დიდ ბრიტანეთში, სადაც ბრექსიტი საბოლოოდ დასრულდა, ახალ წელთან ერთად, ევროკავშირიდან გამოყოფაც იზეიმეს. 31 დეკემბრის, 23:00 საათზე, ბრიტანეთში ევროკავშირის წესების მოქმედება შეწყდა.
აშშ–ში, თეთრ სახლში, დონალდ ტრამპმა და მელანია ტრამპმა, წინასაახალწლოდ ბავშვებს უმასპინძლეს.
20 იანვარს, ინაუგრუაციის შემდეგ, თეთრ სახლს ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დაიკავებს – ტკივილის და დანაკარგის წლის მერე, ხელახლა ავაშენოთ 2021 წელი –ბაიდენის მილოცვა.
საქართველოს მოსახლეობისთვის, თბილისში, მერიამ, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, დისტანციური კონცერტი გამართა, რომელის დიდ ეკრანზე გასაშუქებლად 216 000 ლარი დახარჯა.
2020 წლის დეკემბერში, თბილისის მერიამ ახალი წლის კონცერტების ჩასატარებლად 2.7 მილიონი ლარის ტენდერები გამოაცხადა.
ახალი წლის ღამეს, თბილისის ნაძვისხე, რომლისთვისაც ტოტების ჩამატებაში, მერმა კალაძემ, 104 000 ლარი დახარჯა პიროტექნიკით დაზიანდა.
ქუთაისი ახალ წელს კონცერტისა და ფეიერვერკის გარეშე შეხვდა.
ფეიერვერკები თბილისის მოსახლეობამ თავად გაისროლა.
შუშხუნებით განათდა საახალწლო ცა ბათუმშიც.