კორონავირუსის ახალი შტამი, "ომიკრონი", ნიდერლანდებშიც დადასტურდა | ინფიცირებულია 13 პირი

გამოქვეყნდა:

ნიდერლანდებში 13 ადამიანს კორონავირუსის ახალი შტამი,"ომიკრონი" დაუდასტურდა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ახალი შტამით ინფიცირებულები თვითმფრინავის მგზავრები არიან, რომლებიც ქვეყანაში სამხრეთ აფრიკიდან ჩამოფრინდნენ. 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ აფრიკის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის დროებითი შეზღუდვის დაწესების გამო, ნიდერლანდებში 600-მდე ადამიანი გაფრინდა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ნიდერლანდებში ჩასულ 61 მგზავრს კოვიდი დაუდასტურდა61-ვე მგზავრი გუშინ, აეროპორტის მიმდებარე სასტუმროში, კარანტინში გადაიყვანეს.

გუშინდელი დღიდან კი მიმდინარეობდა შესწავლა იყო თუ არა კოვიდდადებით პირებში ვირუსის ახალი შტამი, "ომიკრონი". 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი "ომიკრონის" შტამი სამხრეთ აფრიკიდან გავრცელდა. შეზღუდვები ავიამიმოსვლაზე აფრიკის ქვეყნებიდან, აშშ-მ და ევროკავშირის ქვეყნებმა უკვე დააწესეს. ფრენებთან დაკავშირებით, ორონავირუსის ახალი შტამის გამო - საქართველოში დღეიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდა.

ამავე თემაზე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი