გვსურს რუსეთი ისეთი დასუსტებული ვიხილოთ, რომ ვეღარ შეძლოს ის, რაც უკრაინაში გააკეთა - ოსტინი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ-ს სურს რუსეთი ისეთი დასუსტებული იხილოს, რომ ვეღარ შეძლოს იმის გამეორება, რაც უკრაინაში შეჭრით გააკეთა.

"ჩვენ გვინდა, ვნახოთ უკრაინა, რომელიც სუვერენული და დემოკრატიულია და შეუძლია თავისი სუვერენულობა დაიცვას. გვსურს, ვიხილოთ იმდენად დასუსტებული რუსეთი, რომ მას არ შეეძლოს ისეთი რაღაცების გაკეთება, რაც გააკეთა უკრაინაში შეჭრით",- თქვა ოსტინმა.

ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და თავდაცვის მდივნები უკრაინაში გუშინ, 24 აპრილს ჩავიდნენ, ისინი კიევში პრეზიდენტ ზელენკის შეხვდნენ. ომის დაწყების დღიდან ეს უკრაინაში შეერთებული შტატების ოფიციალური პირების პირველი ვიზიტია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი