"ოცნების" მთვრალი აქტივისტები თავს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს დაესხნენ. ინციდენტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში მოხდა. ადგილობრივი ორგანიზაცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

"ევროპული საქართველოდან" გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ თავდასხმა არის მიზანმიმართული და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, რომ მომხდარი გამოიძიონ. 

პროვოკაცია მოხდა სოფელ მეჯვრისხევის ახალუბანში, სადაც დაგვხვდა 6-მდე ადამიანი, რომლებმაც გამოიწვიეს პროვოკაცია და გამოიწვია ჩხუბი ეს არის ის ადგილი, სადაც ერთი კვირის წინ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა დაახლოებით იგივე პრობლემები. ეს შემთხვევითი დამთხვევა არ არის, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და მინდა მოვუწოდო პირველ რიგში მთავრობას, რომ გამოიძიონ თავიდან ბოლომდე, იმიტომ, რომ არსებობს ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს ვინ არიან ეს ვაჟბატონები, - ამბობს თახნიშივლი. 

"ევროპული საქართველოს" გორის ორგანიზაციის წარმომადგენელი ეთერ ჯალაღანია ამბობს, რომ პარტიის ყველა პლაკატზე გადაკრული იყო "ოცნების" წარმომადგენლის გიგი ხოჯევანიშვილი საარჩევნო პლაკატები. მისივე თქმით, პოლიცია ინციდენტის ადგილიდან ახლოს იყო თუმცა რეაგირება არ ჰქონია. 

აბსოლუტურად ყველა ჩვენს პლაკატზე იყო გადაკრული ბატონი ხოჯევანიშვილსი პლაკატები, პატარაზე ავწიე ეს პალატი, რომ გადამეღო, მჭირდებოდა, იცით რომ მასალებს ვაგორვებთ. ამ დროს, გვერდზე ქეიფობდა 10-15 ბიჭი, სადღაც 30 წლამდე, მომვარდა ერთ-ერთი მათგანი, აგრესიით ეგრევე, და დამიწყო ყვირილი, რატომ ვახევდი პლაკატს, გამოიწია ჩემზე და მეცა სათვალე მომართყა, ყელშიც დარტყმული მაქვს, - ამბობს ეთერ ჯალაღანია. 

შეგახსნეთ, ქვები რამდენიმე დღის წინ დაუშინეს ლევან ხაბეიშვილის ოფისს. ანას ბაღის აქტივისტსა და ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წევრს სასტიკად სცემეს.

27 სექტემბერს გლდანულაში, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, "ენმ"-ს ერთ ერთ ლიდერს და ოპოზიციის ერთიან კანდიდატს გლდანში, ნიკა მელიას თავს დაესხნენ.

კახა ოქრიაშვილის ოფისსა უკვე ერაერთხელ დაესხნენ თავს, მათ შორის 14 ოქტომბერს გვიან ღამითაც. 

13 ოქტომბერს თავდასხმა იყო "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის ოთო კახიძის შტაბზე.

12 ოქტომბერს სოფელ ყარაჯალარში "ევროპული საქართველოს" წევრს, ოქტაი სკანდარავას დაესხნენ თავს

ასევე, 27 სექტემბერს ბოლნისის სოფელ ნახიდორში "ქართული ოცნების" 50-მდე მხარდამჭერი თავს დაესხა "გაერთიანებული ოპოზიციის" აქტივისტებს და მათ ფიზიკურად გაუსწორდა. თავს ესხმიან ჟურნალისტებსა და სამოქალაქო ატივისტებსაც. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი