ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, "მთავარ არხზე", გადაცემაში "დღის სტუმარი" ამბობს, რომ საჭიროა ურთერთსოლიდარობა სხვადასხვა სექტორებს შორის, რათა მათ მთავრობას ერთად მოსთხოვონ პასუხი, მაგრამ იქვე ხაზს უსვამს, რომ მთავარი პასუხი მთავრობისთვის ცალკეული სექტორების მიხედვით კი არ არის, არამედ იმის გამო, თუ რატომ არ არის ქვეყანაში კოალიციური მთავრობა, რომელიც ბიზნეს-სექტორს დაელაპარაკებოდა და სამოქმედო გეგმას დასახავდა. 

ამ ყველაფრის ძირში დევს გაყალბებული არჩევნები. მთავარი პასუხი მოსათხოვი ამ მთავრობისთვის ცალკეული სექტორების გამო კი არ არის, მთავარი პასუხი არის მოსათხოვი იმაზე, რატომ არაა ქვეყანაში კოალიციური მთავრობა, რომელიც ბიზნესთან კონსენსუსში მიიღებდა გადაწყვეტილებებს. ანუ, ამის ძირში დევს გაყალბებული არჩევნები. 

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ივანიშვილმა არჩევნების გაყალბებით მოუგო არა ოპოზიციას, არამედ ხალხს და, მათ შორის, ბიზნესმენებსაც.

ივანიშვილის რეჟიმიმმა არჩევნები პოლიტიკურ ოპოზიციას კი არ მოუგო, ივანიშვილმა არჩევნები მოუგო დახურული რესტორენების მეპარტონეებს; მოუგო დახურული სატუმროების მეპატრონეებს, იქ მომუშავე ადამიანებს... ივანიშვილმა არჩევნები მოუგო იმ ათიათასობით ადამიანს, რომლებიც უმუშევარი დარჩნენ ან დარჩებიან იანვარში; ივანიშვილმა არჩევნები გაყალბებით მოუგო ადამიანებს, რომლებიც ამით დაზარალდებიან, თორემ გაერთიანებული პოლიტიკური ოპოზიცია იბრძვის...

ბიზნესმა უნდა გააცნობიეროს, რომ აქამდე პარლამენტში ოპოზიცია იყო ბარიერი, რომ ბიზნესთან სათანადოდ ელაპარაკათ, ჩვენ გამოვეცალეთ და ვუთხარით: აჰა, ბატონო, თუ თქვენ დემოკრატია გგონიათ პარლამენტში ყიყინი, არ იქნება ყიყინი, გექნებათ ერთპარტიული პარლამენტი", - თქვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.  

შეგახსენებთ, დღეს რესტორნებისა და ღია ბაზრობების მფლობელებმა რეგულაციების ახალი წესები გააპროტესტეს. გადარჩენის ბოლო შანსი წაგვართვეს, - ამბობენ ისინი.  

აქვე გეტყვით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრულად არ შემსუბუქდება. კერძოდ,

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით აკრძალულია: 

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ნებადართულია:

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი