ამერიკის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზცია NAACP რაიონულ პროკურატურაში დონალდ ტრამპის, ჯორჯიას შტატში ზარის და ხმების დათვლის მოთხოვნის გამოძიებას ითხოვს.

გუშინ, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჯორჯიის შტატის საარჩევნო ადმინისტრაციას საბოლოო შედეგების შესაცვლელად საკმარისი ხმების "მოძიება" მოსთხოვა – "მე მხოლოდ 11 780 ხმის პოვნა მინდა".

სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპი ჯორჯიას შტატის სახელმწიფო მდივანს სთხოვდა იმდენი ხმის მოძიებას, რაც შტატში მის გამარჯვებას დაადასტურებდა. ტრამპი ამბობდა, რომ ის ჯორჯიას შტატში ვერ წააგებდა, რადგან 1992 წლიდან აქ რესპუბლიკელები იმარჯვებდნენ.

NAACP-ის პრეზიდენტის თქმით, ტრამპის მოთხოვნები სახიფათოა და ჯორჯიას შტატის ფერადკანიანი მოქალაქეების წინააღმდეგ რასისტული თავდასხმაა. ოლქის პროკურორის თქმით, დონალ ტრამპის ზარი ჯორჯიაში არჩევნებში ბოროტად ჩარევაა და ტრამპი შესაძლოა სამართალდამრღვევად სცნონ.

"მე ყველაფერს გავაკეთებ სამართლის დასამყარებლად და ამას ვიზამ შიშის გარეშე, ნებისმიერს ვინც ძალადობრივად ჩაერევა ჯორჯიას შტატის სამართალში, ჩემი იურისდიქციის ქვეშ, ვცნობ დამნაშავედ", – ამბობს პროკურორი, ფანი ვილისი.

ჯორჯიაში ტრამპის ზარის გამო, შეშფოთება გამოთქვა ქვეყნის მომავალმა ვიცეპრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა, და დონალდ ტრამპი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.

ცნობისთვის, 15 დეკემბერს, აშშ-ის საარჩევნო კოლეგიის წევრებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცეს.

დონალდ ტრამპი კი, მართალია, ხელისუფლების გადაბარებას დათანხმდა, თუმცა საკუთარ დამარცხებას არ აღიარებს და დემოკრატების მიერ არჩევნების გაყალბების მექანიზმებზე მუდმივად საუბრობს. მისი თქმით, არჩევნებში ხმა გარდაცვლილებმაც მისცეს. მაგალითადმისი მტკიცებით, პენსილვანიაში 20 000-მა გარდაცვლილმა მისცა ხმა.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კომისიაში ბიულეტენების დიდი ნაწილი საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ მიიღეს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სარჩელი - ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით - უარყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი