საქართველოს პროკურატურამ „ლელოს“ შტაბის წევრის ცემის ფაქტზე დაკავებულ თ.ყ.-ს ბრალი წარუდგინა.
თ.ყ.-მ ,, ლელო“-ს შტაბის წევრს, პაატა კიკაბიძეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხჰყოფა მიაყენა, ამის შემდგომ ის დააკავეს, ხოლო ბრალი, სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით, დღეს წარუდგინეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ამა წლის 13 ოქტომბერს ბრალდებული თ.ყ. სარეკლამო ღონისძიების ფარგლებში მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მანევრირების გამო ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა , ,,მერსედესი“-ს მარკის ავტომობილის მძღოლ პაატა კიკაბიძესთან, თ.ყ.-მ ,, ლელო“-ს შტაბის წევრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცჰყოფა მიაყენა“ - წერია პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულს ერთ წალამდე თავიუფლების აღკვეთა ემუქრება.
შეგახსნეთ, ქვები რამდენიმე დღის წინ დაუშინეს ლევან ხაბეიშვილის ოფისს. ანას ბაღის აქტივისტსა და ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წევრს სასტიკად სცემეს.
გლდანულაში, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, "ენმ"-ს ერთ ერთ ლიდერს და ოპოზიციის ერთიან კანდიდატს გლდანში, ნიკა მელიას თავს დაესხნენ.
კახა ოქრიაშვილის ოფისსა უკვე ერაერთხელ დაესხნენ თავს, მათ შორის გუშინ გვიან ღამითაც.
თავდასხმა იყო "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის ოთო კახიძის შტაბზე.
სოფელ ყარაჯალარში "ევროპული საქართველოს" წევრს, ოქტაი სკანდარავას დაესხნენ თავს
თავს ესხმიან ჟურნალისტებსა და სამოქალაქო ატივისტებსაც.
ასევე შეგახსენებთ, რომ თამაზ მეჭიაურის მძღოლმა საკუთარ სახლში თვითმკვლელობა სცადა. ეს მას შემდეგ, რაც მას მეჭიაურის გადაადგილების მარშრუტს ოცნების მაღალჩინოსანი სთხოვდა. ახალგაზრდის სახლთან სოფლის რწმუნებული ზურაბ ბექაური ნასვამ მდგომარეობაში მივიდა, აგრესიულად განწყობილი მარალჩინოსნი თამაზ მეჭიაურის მძღოლს დედის თანდასწრებით შეურაცხყოფას აყენებდა.