საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს თავდაცვის სამინისტროს თადარიგის მაიორი გიორგი კირვალიძე.
"იძულებით დევნილი ვარ ოჯახისგან და სამშობლოსგან შორს... მადლობა ყველას ვინც ბრძოლობთ საქართველოს და მიშას თავისუფლებისთვის. სიყვარულის გარეშე გამარჯვება შეუძლებელია"... - ამბობს კირვალიძე და მადლობას უხდის თითოეულ ქართველს, ვინც გარეთ დგას და მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და საქართველოს, რუსეთის გარეშე.
მე გათავისუფლებული ვიყავი თავდაცვის სამინისტროდან, გენერალური ბრძანების შტაბის, უფროსის ბრძანების მიერ, რადგან არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ მკაფიოდ გამოვხატავდი ჩემს აზრს, ოცნების მთავრობის მიმართ. იძულებით დევნილი ვარ და ემიგრაციაში ვიმყოფები რამდენიმე წელიწადია სამშობლოსა და ოჯახის გარეშე, რაც წამართვა რუსეთმა. პირდაპირ ვიტყვი ამას, მაგრამ ეს დროებითია, დარწმუნებული ვარ.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, ვინც გარეთ დგახართ და მხარს უჭერთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ვინც მხარს უჭერს საქართველოს რუსეთის გარეშე. მადლობა სულ ყველას, თითოეულ თქვენგანს.
მინდა ავღნიშნო 2008 წლის პატარა ფრაგმენტი ჩემი ცხოვრებიდან, სადაც დიდი რუსეთის ტალღა მოდიოდა, მოსაკლავად, დასაპყრობად და გასანადგურებლად. ჩემს უკან იდგა საქართველო,სამშობლო და შევიგრძენი რას ნიშნავს ადამიანი და ჯარისკაცი იყო, რომელიც სამშობლოს იცავს. ყველანი, ჩემო დებო და ძმებო, ქურდი, პოლიციელი, ექიმი,პოლიტიკოსი, დამლაგებელი, ყველა პიროვნება, ყველა ერი და ყველა ნაცია ხართ საქართველო, თითოეული ჩვენგანიდან შედგება ეს ერი.
მე მიყვარს ჩემი სამშობლო, მე მწამს, რომ მიხეილ სააკაშვილს უყვარს თავისი სამშობლო და რასაც ის აკეთებს, აკეთებს სიყვარულით. სიყვარულის გარეშე გამარჯვება შეუძლებელია. მე მწამს ბატონი მიხეილის, მე მწამს თითოეული თქვენგანის. ბატონო მიხეილ, თქვენ რასაც ჩადიხართ, ხართ მოტივაცია, იყავით,ხართ და იქნებით მოტივაცია იმ ხალხის და იმ პიროვნებების, ვისაც სამშობლოს გულისთვის, გული უძგერს და მზად არის თავი გაწიროს. მე მწამს გამარჯვების, მე მწამს ერთგულების, მე მწამს მამა ზეციერის , რომელიც ჩვენი თითოეული ჩვენგანის ღმერთი არის და ღმერთს ვუწოდებთ მას და მე მწამს გამარჯვების. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს იცავთ, ვინც საქართველოსთვის ბრძოლობთ. - ამბობს გიორგი კირვალიძე.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 43 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, გარკვეული დათქმებით.
ასევე იხილეთ :