"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, მათთან საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირები უკვე ღიად ადასტურებენ, რომ არა აპირებენ "ოცნების" გაყალბების პროცებეში მონაწილეობა მიიღონ. 

"რაც შეეხება იმ პოლიციელებს და სამართალდამცავებს, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ მათი ხელმძღვანელობის დაკვეთებს და პირდაპირ ერევიან, მაგალითად, ტატო კიტია, ქუთაისის კომბინატის პოლიციის უფროსის მოადგილე, სამსახურეობრივი მანქანით ის ამ წუთასაც მოუძღვება სამარშრუტო ტაქსს, რომელსაც დაჰყავს ხალხი დაბალი ზონის სოფლებში. 

პატრულის თანამშრომელი ირაკლი ხულორდავა, ზუგდიდის მეცხრე და მეცამეტე უბნებზე მივლენილი პოლიციელი, რომელიც ამომრჩეველზე პირდაპირ ახდენს ზეგავლენას...", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე განცხადებით, გლდანში 28-ე უბანზე კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები არიან მობილიზებულები.

აქვე, იხილეთ: არჩევნები ფოტოებში (განახლებადი).

დარღვევებით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი მარნეულშიქუთაისში,ზუგდიდში, გურიაშივანსა და ხონში.

წყალტუბოში ერთერთ უბანზე  საარჩევნო აგიტაციის შემთხევაც დაფიქსირდა.

ხარაგაულის მეორე უბანზე კი, "ქართული ოცნების" კოორდინატორს ფურცლები დაუვარდა, სადაც ჩამოწერილია ადამიანთა სია, მიწერელია სახელ-გვარები და ტელეფონის ნომრები, ასევე წარწერა "50+" ზოგან კი "50ლ". 

საარჩევნო უბნებზე "კარუსელის" მცდელობებზე ისაუბრა ზაალ უდუმაშვილმაც.

დარღვევები ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან დაკავშირებითაც. ზოგიერთი მათგანი "ცესკომ საერთოდ არ დაარეგისტრირა, ზოგიერთი კი - გადასატანი ყუთით სარგებლობასთან ერთად, საარჩევნო უბანზეც მივიდა.

დარღვევებზე უკვე ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. "საიას" დამკვირვებელი საარჩევნო უბანთან სცემეს, თელავში კი, დამკვირვებელს დარღვევების ამსახველი ფოტომასალა წაუშალეს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი