"ვგეგმავთ მასშტაბური აქციების მოწყობას" - ეგორ კუროპტევი გახელაძის პატიმრობაზე 

გამოქვეყნდა:

ზაზა გახელაძის პატიმრობის გასაპროტესტებლად ფონდ "თავისუფალი რუსეთის" სამხრეთ კავკასიის ბიუროს დირექტორი, ეგორ კუროპტევი, აქციებს აანონსებს.

ეგორ კუროპტევი ამბობს, რომ საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს. ის საქართველოს ხელისუფლებას მისი მოქალაქის გასათავისუფლებლად უფრო ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.

"ბრალდება, რომელიც ზაზა გახელაძეს წარუდგინეს არის უდიდესი დანაშაული საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. საქართველოს ხელისუფლება და ქართველი საზოგადოება ვალდებულია ამ სასტიკ ქმედებაზე შესაბამისი პასუხი გასცეს. მე საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები დავიწყე, მინდა იცოდნენ თუ რა ხდება საქართველოში, საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ ჩვენი ტერიტორიიდან, კლავენ და აპატიმრებენ. ვგეგმავთ მასშტაბური აქციების მოწყობას: თბილისში, ბათუმსა და სოფლებში, რომლებიც განლაგებულია ოკუპირებული ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ ვერ ვხედავთ დაცვას ხელისუფლების მხრიდან, ამიტომ ვაპირებთ ჩვენით ვიბრძოლოთ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ბედზე", - ეგორ კუროპტევი

ზაზა გახელაძის დაჭრის, გატაცებისა და პატიმრობის, ასევე ამ ფაქტზე გამოხმაურებების ქრონოლოგია:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი