საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკვე 41 დღეა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს.
რა მოხდა ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 41-ე დღეს - გთავაზობთ მოვლენების ქრონოლოგიას:
11:00 - 10 ნოემბერს, დილიდან, ოპოზიციამ სუს-თან და ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან საპროტესტო აქციები გამართა. პროტესტი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაკავებებით დასრულდა - დაკავებულია 46 პირი - შსს დღევანდელ აქციებზე;
17:38 - ნიკა გვარამიას მიმართვა ადვოკატთა ასოციაციას - "უახლოეს საათებში, გაკეთდეს საჯარო განცხადება ასოციაციის ორი წევრის, ნიკა გვარამიას და დიმიტრი საძაგლიშვილის სასამართლო პროცესზე უკანონოდ არდაშვების და ჩვენი უფლებების უკანონო შეზღუდვის თაობაზე, რამაც ზიანი მიაყენა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს";