პოლიტიკასამართალიშიმშილობის 42 დღე | მოვლენების ქრონოლოგიაგამოქვეყნდა: პარასკევი, 12 ნოემბერი, 2021 - 00:10
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკვე 42 დღეა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს. რა მოხდა ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 42-ე დღეს - გთავაზობთ მოვლენების ქრონოლოგიას: 07:37 - მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის თქმით, ის, რაც გუშინ მოხდა, არამარტო უფლების დარღვევა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულია; 08:06 - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შვედეთის ყოფილი პრემიერი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი - სტალინის საბჭოთა პერიოდის სასამართლო პროცესებიც კი ასე შორს არ წასულა; 09:43 - საპატრიარქოს გუშინდელ განცხადებასა და მეუფე ნიკოლოზის კრიტიკას ეხმაურებიან თეოლოგები და ამბობენ, რომ "ჩანს მტრული დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ"; 10:34 - კლინიკების ასოციაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კელი დეგნანს წერილით მიმართავს; 10:48 - მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს იან კელი - "ეს არ არის გზა მთავრობისადმი ნდობის გასამყარებლად"; 10:54 - გერმანიაში მცხოვრები ქართველები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპას მიმართავენ - "გაიღვიძე ევროპავ! გადადგი უფრო თამამი ნაბიჯები!"; 11:26 - "თარგმანზე არ ვიდავებდი" - ნიკა სიმონიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას განმარტავს; 11:41 - გუშინ, თბილისში გამართულ აქციაზე დაკავებულმა ერთ-ერთმა აქტივისტმა შიმშილობა დაიწყო; 11:58 - ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას განმარტავს; 12:00 - პრემიერი ღარიბაშვილი სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაზე არ საუბრობს - "ჩემი პრეროგატივა არ არის" 12:46 - აშშ-ის საელჩოსთან ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს - "მიეცეს მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება"; 13:33 - პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობრივად გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში; 13:45 - იუსტიციის მინისტრის განცხადება სტრასბურგის დასკვნაზე - "სტრასბურგის გადაწყვეტილებით პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები დასტურდება"; 13:48 - "ემპათიას" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებზე - "კადრები ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის ძალადობით ციხის საავადმყოფოში შეყვანას"; 13:52 - "თითქოსდა ჩვენ ვინმე გავიტაცეთ... "- ბრეგაძეს სიტყვა "გატაცება" არ მოსწონს; 13:54 - ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ძალადობრივად გადაყვანის კადრებზე - "ამას ქვია მიზანმიმართული მკვლელობა"; 14:00 - ვაჟა-ფშაველას ძეგლთან ოპოზიციის აქცია დაიწყო; 14:00 - პენიტენციურის კადრებს ეხმაურება ელენე ხოშტარია - "ამასთან შეგუება არის ქვეყნის უბრალოდ დახურვა"; 14:05 - ბრეგაძე თანამშრომლებს მიხეილ სააკაშვილის "უსაფრთხოდ გადაყვანისთვის" მადლობას უხდის; 14:07 - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი პენიტენციურის კადრებს ეხმაურება - კადრებში ნათლად ჩანს არაადამიანური მოპყრობა, ფიქსირდება, როგორ ცდილობენ მისი ღირსების შელახვას; 15:23 - ოპოზიციის აქციამ, მსვლელობით, ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან სუსთან გადაინაცვლა, სადაც აქციის მონაწილეს კორპუსიდან სავარაუდოდ ქვა ესროლეს - მამაკაცს თავი აქვს გატეხილი; 15:48 - ნიკა გვარამია პენიტენციურის კადრებზე - "ეს კადრები არ არის უწყვეტი და მთავარი ძალადობის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, არის ამოჭრილი"; 16:08 - მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის გამო, ექიმი ლევან გოგუაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს 16:23 - პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის მორიგ პირად კადრებს ასაჯაროებს - "წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში, მე აქედან ჩემი ფეხით არ გადმოვალ" 16:40 - ადვოკატ დიტო საძაგლიშვილის კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ კადრებზე - გინახავთ ერთი ქვეყანა მაინც, სადაც პატიმარი იძულებით გადაჰყავთ სამკურნალო დაწესებულებაში?! 16:42 - ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართვა მიხეილ სააკაშვილს - "ასეთი გულადი ქოცებს კი არა, მე არ მეგონეთ, ასჯერ მეტად ვამაყობ"; 16:50 - "ოცნების წევრების განცხადებები მიხეილ სააკაშვილის კადრებზე: "წინააღმდეგობა გასწია, ძალაუნებურად, ძალის გამოყენება გახდა აუცილებელი"; "მიხეილ სააკაშვილი ხელს ურტყამს პენიტენციურის თანამშრომლებს, რომლებიც ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე"; 17:00 - ამ კადრებით დასტურდება ის, რასაც ვამბობდით, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მოატყუა მოშიმშილე ადამიანი - ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი ახალ კადრებზე; 17:06 - წილოსანი ვერ ხვდება, რომელი კანონი დაირღვა მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივად გადაყვანით; 17:15 - ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი მიხეილ სააკაშვილსა და პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით საუბრობს: ვნახეთ ვიდეოკადრები მისი საკნიდან და ეს ყველაფერი კითხვებს ბადებს; 17:20 - ომბუდსმენის განცხადება ახალ კადრებზე - "პატივი სცენ პატიმართა უფლებებს და შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემთა, პატივისა და ღირსების დარღვევა"; 17:22 - საფრანგეთის ელჩის განცხადება პენიტენციურის კადრებზე - "ყველა პატიმარს აქვს ღირსების დაცვის უფლება და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ყოფილ პრეზიდენტს"; 17:29 - "გადაიყვანეთ სააკაშვილი ქალაქის ჰოსპიტალში" | აქცია-პერფორმანსი ზუგდიდში 17:38 - უკრაინის სახალხო დამცველის განცხადება მიხეილ სააკაშვილის კადრებზე - "ვიდეოჩანაწერი მოწმობს მიხეილ სააკაშვილის წამებასა და შეურაცხყოფას" 18:02 - "სირცხვილიას" განცხადება: მიხეილ სააკაშვილი "ქართულმა ოცნებამ" ძალადობის, დამცირებისა და სიკვდილისთვის გაწირა...დუმილი უკვე დანაშაულია; 18:06 - "ემსახურეთ სამშობლოს, ქვეყანას და არა კონკრეტულ პიროვნებებს" | სდსს-ის პოლკოვნიკის მიმართვა; 18:11 - პაატა ბურჭულაძის განცხადება: "მიშამ დღეს საბოლოოდ დადო ბეჭებზე ბიძინა და მისი მთელი სისტემა" 18:23 - ნიკა გვარამიამ გლდანის ციხე დატოვა და მესამე პრეზიდენტის მიმართვა წაიკითხა - მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტის მზაობას გამოთქვამს და დათქმებს ასახელებს 18:28 - საქალაქო სასამართლოს განცხადება - "ბრალდებულის არყოფნა დარბაზში არ აბრკოლებს სასამართლოს იმსჯელოს ზემოაღნიშნულ საკითხზე" 18:36 - ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - ჩემს შესვლამდე ჰქონდა ჰიპერტონიული კრიზი, ყოველი საათი მნიშვნელოვანია 18:52 - მიხეილ სააკაშვილი ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს - მინდა მივმართო ელენე ხოშტარიას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შიმშილობის პროცესი 18:55 - "შენი მომავალი ნათელია, შენთვის რეპრესიების მომწყობი ზონდერებისა კი - ბნელი" | მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ოზურგეთის საავადმყოფოდან გათავისუფლებულ ექიმს 19:10 - საქალაქო სასამართლო გუშინ დაკავებული 46 აქტივისტიდან ნაწილის საქმეს განიხილავს - "პოლიციელის დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა" 19:13 - "მივესალმებით მის გადაწყვეტილებას" - ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილზე 19:26 - ნიკა მელიამ 12 ნოემბერს მორიგი აქციები დააანონსა - "ხვალ, 14:00 საათზე ვიკრიბებით 300 არაგველისა და დიდუბის მეტროსთან, ბრძოლა გამარჯვებამდე!" 20:06 - ელენე ხოშტარიას პასუხი მიხეილ სააკაშვილს - "სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში, შიმშილობას არ ვწყვეტ" 20:51 - ვიდეოჩანაწერები არის “კომპილაცია“ და არ იძლევა სრულ სურათს - IDFI მიხეილ სააკაშვილის კადრებზე 21:08 - "იქ არ იყო თმებით თრევა, არ იყო მუშტი - კრივი და არ იყო ფიზიკური შეურაცხყოფა..." - ვოლსკი კადრებზე 21:50 - "იცნობდეთ ციხის ჯალათ "ჩიტოს" და მატყუარა მინისტრს" - აქტივისტებმა ივანიშვილის სახლთან სტიკერები გააკრეს 21:55 - ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მიხეილ სააკაშვილთან და დღეს გავრცელებულ ახალ კადრებთან დაკავშირებით წერს: "საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ კადრების გამოქვეყნება საშინელებაა... მიხეილ სააკაშვილის საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება" 22:40 - "როგორ შეიძლება ოლიგარქს არ ესმოდეს - დაკავებებით ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს" | ნიკა მელია საქალაქო სასამართლოსთან მივიდა 23:28 - "ამ საშინელი კადრების უნდა რცხვენოდეს ნებისმიერ ექიმს... უარს ვიტყვი სიცოცხლეზე, თუ პრეზიდენტის სიცოცხლე ეჭვის ქვეშ დადგება" | ლევან გოგუაძე 23:47 - ნიკა გვარამია საპატრიარქოს "სადამსჯელო" განცხადებაზე - "ეს იყო კაციჭამიების კორპორაციის განცხადება - დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქს ეს წაკითხულიც არ აქვს" ავტორიმარია გეგეჭკორისტატიებიპროფილიწერილის მიწერა