
საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდა, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილება 2020 წლის 29 ივნისს, 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, დაამტკიცეს. ეს მას შემდეგ რაც, 2019 წლის 8 მარტს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მემორანდუმით გაფორმდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და საარჩევნო სისტემის ცვლილება, თუმცა, "ოცნებამ" პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების ნაწილი სრულად არ შეასრულა, რადგან პოლიტპატიმრებიდან მხოლოდ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. პატიმრობაში რჩება გიორგი რურუა - "მთავარი არხის" დამფუძნებელი.
საკონსტიტუციო ცვლილების მიღების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა 2020 წლის 31 აგვისტოს საქართველოს საპარლამეტო არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები დანიშნა.
"დღეს ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების აქტს. საპარლამენტო არჩევნები ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება 31 ოქტომბერს, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს.
ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს! ჩვენ ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობას", - თქვა პრეზიდენტიმა
წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 1 სექტემბერს დაიწყო. არჩევნებამდე, ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირდა სხვადასხვა სახის დარღვევები:
ეს ინციდენტების მცირე ჩამონათვალია, ოპოზიციის წარმომადგენლებზე მომხდრი თავდასხმებიდან ყველაზე გახმაურებულ ინციდენტებში კი, მმართველი პარტიის მხრდამჭერები და აქტივისტები ფიგურირებენ. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციაზე თავდასხმები სისტემურ ხასიათს იძენდა.
საპარლამენტო არჩევნები - 2020 წლის 31 ოქტომბერი
საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა, როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, კენჭისყრის პროცესიც დაძაბული იყო და მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა.
გამოვლინდა:
პირველი ტურის შედეგები ცეკსკოს ოფიციალური მონაცემენით:
ოპოზიციის პირველი ბოიკოტი
ოპოზიციამ არჩევნების ჩატარებიდან მეორე დღესვე, 1 ნოემბერს, თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად გაყალბებული არჩევნები გააპროტესტეს. ისინი დღემდე არ აღიარებენ ცესკოს მონაცემებს და უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე.
13 ნოემბერს, ცესკოს შემაჯამებელ სხდომაზე, თამარ ჟვანიამ მესამე სექტორისა და ოპოზიციის,
გაყალბებული ოქმების საფუძველზე დაწერილი საჩივრები არ დააკმაყოფილა და მეორე ტური დანიშნა.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური
21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მეორე ტური გაიმართა, თუმცა, რადგან პირველი ტურის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს, მათ მეორე ტურში მონაწილეობაზეც უარი თქვეს. შედეგად, ყველა ოლქში გამარჯვებული "ქართული ოცნება" გახდა, რის შემდეგაც, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ფორმირდა ერთპარტიული პარლამენტი.
მის ფორმირებამდე ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ:
ხელისუფლების მტკიცების მიუხედავად, ოპოზიცია ამ დრომდე არ დათანხმეუნლა მანდატებს. ცესკოში პარტიული სიების ჩახსნის შემდეგ, ოპოზიურმა წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოს ინდივიდუალურად მიმართეს, რათა მათი მანდატები გაუქმებულიყო.
ძირითადი ოპოზიცური პარტიებისგან განსხვავებით, მანდატზე უარს არ ამბობს პატრიოტთა ალიანსის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძე, თუმცა პარტიის სხვა წევრები პარლამენტში არ შედიან. ასევე არსებობს მოარული ხმები, რომ შესაძლოა, ალეკო ელისაშვილი თავისი 2 მანდატით პარლამენტში შევიდეს, ხოლო "ორადგაყოფილი გირჩიდან" მანდატის გაუქნების მოთხოვნით, ამ დრომდე მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძემ მიმართა პარლამენტს.
აღსანიშნავია, რომ "ოცნება" ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლებთან ინდივიდულაურადაც ცდილობს, ფარული გარიგებით "შეიტყუოს" ისინი პარლამენტში. ამის შესახებ პირველად, თაკო ჩარკვიანმა 23 დეკემბერს განაცხადა. ის ამბობს, რომ ოპოზიციის ლიდერებს ჯერ ოჯახის წევრებისა და ნათესავების ბიზნესის განადგურებით ემუქრებოდნენ, ხოლო თუ პარლამენტში შევლენ - კეთილდღეობით. თაკო ჩარკვიანი არ აკონკრეტებს, ვინ ცდილობდა უშუალოდ მის მოსყიდვას, თუმცა, მიანიშნებს, რომ ამ ყველაფერს უკვე მასიური ხასიათი აქვს.
27 დეკემერბს კი, "მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა, რომ "ოცნება" ოპოზიციას პარლამენტში შესვლას და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენებში მონაწილეობას სთავაზობს. იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებში 48 %- ზე ნაკლებ შედეგს მიიღებს, რიგგარეშე არჩვენებს დათანხმდება. ინფორმაციას, რომ ასეთი წინადადება არსებობს, ადასტურებს ორი ოპოზიციური გაერთიანება - ალეკო ელისაშვილის მოქალაქეები და გირჩის ერთი ნაწილი.
მოლაპარაკების რაუნდები
ხელახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ცესკოს ადმინისტრაციის ცვლილება - ამ საკითხებზე "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მოლაპარაკები დაიწყო, რომელიც ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით გაიმართა. ამ დროისთვის, სულ მოლაპარაკების 4 რაუდნი ჩატარდა.
დახურული მოლაპარაკების ბოლო რაუნდის შემდეგ, ოპოზციისა და ხელისუფლების ლიდერების განაცხადი იყო შემდგი:
ოპოზიცია მანდატების გაუქმების მიუხედავად თვლის, რომ შემდეგი მოლაპარაკება მნიშვნელოვანია, რომელიც მათივე თქმით, საბოლოო და გადამწყვეტი იქნება. თუმცა, როდის და სად გაიმართება შეხვედრის მეხუთე რაუნდი, უცნობია.
ერთპარტიული პარლამენტის პირველი დღე
ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, 11 დეკემბერს ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა მაინც ჩატარდა. მეათე მოწვევის პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლა „საზოგადოების დაღლაზე“ საუბრით დაიწყო და დაახლოებით, 2 წუთში სიტყვა „დაღლა“ 4-ჯერ ახსენა. ერთპარტიულ პარლამენტის სხდომის დროს პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ კომუნიზმი დასრულდა.
"იდეოლოგიების დრო დამთავრდა, კომუნიზმი დასრულდა, ულტრა-ლიბერალიზმმაც ვერ გაამართლა, ურა-პატრიოტიზმი რეალური ეროვნული შემართების საპირისპიროა, ფანატიზმი კი შლის საზოგადოებას და ანგრევს პიროვნებას", - თქვა ზურაბშვილმა

ფოტო: პარლამენტი
"ოცნება" ერთპარტიული პარლამენტის პირველ სხდომას არასრული შემადგენლობით ესწრებოდა, თუმცა, მეათე მოწვევის პარლამენტში "ოცნების" 88-მა წევრმა, 150 დეპუტატის უფლებამოსილება სცნო. დეპუტატისთვის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილება დაიწყეს. თვითონვე ირჩევდნენ ერთმანეთს, ტაშს უკრავდნენ და ზეიმობდნენ.
ამ დროს, საკანონმდებლო ორგანოს გარეთ, ყველა შესასვლელთან, პოლიცია იყო მობილიზებული, პირველი სხდომა სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.
ხოლო სანამ შენობის შიგნით, დეპუტატები საპარლამენტო დერეფნებს ეცნობოდნენ, ასეთი განცხადებები გაკეთდა:
პიანისტი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული საქმეებიდან ხედავს სამებას და მისი თქმითვე, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, კულტურის და ხელოვნების 4 000 წარმომადგენელი საქართველოში ცოცხალი არ იქნებოდა.
ასევე ელოსო ბალქვაძემ თქვა, ოპოზიციამ არჩევნების გაყალბება უნდა დაამტკიცოს და დათმობა ასე მარტივად არ გამოვა.
მანვე საზოგადოემას უთხარა, რომ "8 წელში გინდათ, რომ აშენდეს ქვეყანა? ომი რომ არ გაქვთ, კმაყოფილი არ ხართ?"
ამავე დღეს, ელისო ბოლქვაძემ თეა ადეიშვილთან ინტერვიუში თქვა, რომ ე.წ გავრილოვის ღამეს, 2019 წლის 20 ივნისს აქციის მონაწილეების მხრიდან პარლამენტში შეჭრის მცდელობა იყო და გავრილოვი არაფერ შუაშია, ახალგაზრდები უნდა იჯდნენ და იმეცადინონ.
პიანისტმა დეპუტატობიდან რემდენიმე დღეში საკონომდებლო ორგანოში ფორტეპანო მოითხოვა, მიზეზი კი, ასე ახსნა, "თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ ფორტეპიანო და ამაზე ვიფიქროთ, მეც დავუკრავ, უკეთესია, როდესაც მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება პარლამენტის კედლებში"
"ქართული ოცნების" დეპუტატი ლადო კახაძე მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ დღეს "პოს ფაქტუმთან" საუბარში ამბობს, რომ 2003 წლეს ე.წ ვარდების რევოლუცია რუსებმა მოაწყვეს.
ამავე დღეს, ლადო კახაძე კომენტარს გამოეხმაურა, თუ რამ დაღალა პრეზიდენტი? რომელმაც მე-10 მოწვევის პარლამნეტში გამოსვლისას, 2 წუთში სიტყვა „დაღლა“ 4-ჯერ ახსენა, კახაძე ამბობს, რომ "კუნთს აქვს თვისება, რომ დაიღალოს და ამუშავდეს, ეს არის მისი თვისება, რესურსი გამოიყენოს".
"ქართული ოცნების" დეპუტატი კახა კუჭავა ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 11 დეკემბერს მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პოლიტიკური სუბიექტი და 14 პარტია ყოფილიყო. შეგახსენებთ სხდომას, მხოლოდ ქართული ოცნება ესწრებოდა უძღვებოდა.
"ქათული ოცნების" დეპუტატის ბექა ოდიშარიას თქმით, ერთპარტიულ პარლამენტში დებადეტბს აპირებს იმასთან, ვინც "გამოჩნდება".
ოპოზიცია ერთპარტიული პარლამენტის პარალელურად:
ერთპარტიული პარლამენტის პირველის სხდომის პარალელურად, ოპოზიციურმა
პარტიებმა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ლელო საქართველოსთვის", "ლეიბორისტული პარტია" და "ერთიანი საქართველო" - მოსწავლე ახალგაზრდობის ეზოში ხელს აწერენ მემორანდუმს, რომლის თანახმადაც უარს ამბობენ მანდატებზე. ითხოვენ ხელახალ არჩევნებს და დამტებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიის გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ.

ფოტო: "პუბლიკა"
"ოცნების" მუქარა ოპოზიციას
ოპოზიციაში ეჭვი აქვთ, რომ ხელისუფლება ცდილობს, ფასილიტატორების მონაწილეობით არსებული მოლაპარაკებები ჩაშალოს. ამ დასკვნის საფუძველს მათ ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებული განცხადებები აძლევს.
17 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ "ოცნების" სახელით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ იმ პარტიებს, რომლებიც "სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა მიერ წარდგენილი დეპუტატები არასაპატიო მიზეზით არ ესწრებიან სხდომებს", სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.
კანონპროექტს მოჰყვა ნეგატიური შეფასებები - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩისა და აშშ-ის სენატორის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან. კარლ ჰარცლის შეფასებით ეს ინიციატივები ხელს არ უწყობს პროცესს და შეშფოთებას იწვევს. ჯიმ რიში ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ არ უნდა დაუშვას ოპოზიციური პარტიების ხმის ჩახშობა.
მთავრობის დამტკიცება
24 დეკემბერს, სესიის მიმდინარეობისას პრემიერმინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის უცვლელი წევრები სასესიო დარბაზში "ოცნებასთან" ერთად მარტო იყვნენ. პრემიერნისტრობის კანდიდატიმა "ოცნების" დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა წარუდგინა, მან სიტყვით გამოსვლა ოპოზიციის კრიტიკით დაიწყო და ასევე დაასრულა. გიორგი გახარიას აზრით, ოპოზიციის ნაწილს პასუხისმგებლობის აღების შეეშინდა, ნაწილი ვერ გაერკვა და ნაწილმა კი, საკუთარ ეგო ვერ დაძლია, რომ პარლამენტში შესულიყო.
გახარიამვე თქვა, რომ კომფორტული არაა, როცა მთავრობას ერთპარტიული პარლამენტი ამტკიცებს. მანვე ოპოზიციას მოუწოდა, თუ არ ეხმარებიან, მაშინ ხელს მაინც ნუ შეუშლიან "მარტივი საკითხებით".
ამ განცხადებების შემდგომ, პრემიერობის კანდიდატს "ოცნების" დეპუტატები კითხვებს უსვამდნენ, რომლებიც კითხვები ეხებოდა:
მთავრობის დამტკიცებამდე უმრავლესობის ლიდერად დასახელებულმა კობახიძემ ოპოზიციას დასცინა და ჩამოთვალა მიზეზები, რატომ დააკლდა ოპონენტები:
საქართველოს მეათე მოწვევის დეპუტატებმა თბილისის პარლამენტის შენობაში, ნდობა მთავრობის ახალ შემადგენლობას, რომელიც ძირითადად ძველი სახეებითაა დაკომპლექტებული, 85 მომხრე არც ერთი წინააღმდეგით მხარი დაუჭირა.
თავის მხრივ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი გახარიას პრემიერმინისტრად დანიშვნის შესახებ განკარგულებას, ხელი მოაწრა.
საერთაშორისო გამოხმაურებები საქართველოს ერთპარტიულ პარლამენტზე
ამერიკის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საერთო განცხადებით მოუწოდა ყველა მხარეს, საგულდაგულოდ განიხილონ შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად. ელჩები აღნიშნავენ, რომ წუხან, რადგან მხარეებს შორის შეთანხმება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერ მოხერხდა, თუმცა, სჯერათ, რომ მხარეები განსხვავებული პოზიციების შეჯერებას შეძლებენ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დიპლომატი მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაში სრული დომხალი - "ბარდაკია". მეთიუ ბრაიზასვე თქმით, პოლიტიკური პროცესის მოსაგვარებლად, დრო უნდა მიეცეთ ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი კი, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის, კუბისა და ვიეტნამის მაგალითებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო არ უნდა მოხვდეს, რადგან ერთპარტიულობა დამღუპველია. კრამერის თქმით, ქვეყნის პოლიტიკური კრიზისით, მხოლოდ რუსეთია დაინტერესებული.
ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის მკვლევარი, დელიბორ როჰაკი პოლიტიკურ პროცესებში
ევროკავშირის როლის პასიურობაზე საუბრობს და ამბობს, ""უკუსვლას, რომელზეც ბევრი საუბრობს, "ქართული ოცნების" მცდელობას, რომ ხელისუფლებაში დარჩეს, ევროკავშირის ინსტიტუტები წინააღმდეგობას არ უწევენ".
თავის მხრივ ოპოზიციის სამომავლო გეგმები კი, ასეთია: 2021 წელს ისინი ბოიკოტს აგრძელებენ იქამდე სანამ არ შესრულდება შემდეგი პირობები ხელისუფლბეისგან: ვადამდელი, სამართლიანი არჩევნები; პოლიტმატიმრები გათავისუფლდება და ცესკოს ადმინისტრაციის ცვლილება.
ავტორი: ლელა გულბანი